კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ივნისში იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მორიგებით დასრულებული საქმეების სტატისტიკა გამოქვეყნდება

10 აპრილი, 2013

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში კომპენსაციებს ელოდებოდნენ, მაისში ან ივნისში მას სრულად მიიღებენ.

„ჩვენ მოვარიგეთ რამდენიმე საქმე, აქცენტი გავაკეთეთ ავადმყოფ პატიმრებზე, ასევე იმ საქმეებზე, რომელზეც არის მრავალმილიონიანი დავები, მათ შორის ეს არის „დასხივებულების საქმე“, „ავიატორების საქმე“ და ა.შ. აქ ოფიციალური მორიგება გაფორმებული არ არის. თუმცა ჩვენ მაისის ბოლომდე ან მაქსიმუმ ივნისში კუთვნილ კომპენსაციებს მიიღებენ ჩვენთვის საამაყო ადამიანები, რომლებიც ამ კომპენსაციებს შევარდნაძის დროიდან ელიან. კომპენსაციების უმრავლესობა უკვე ჩარიცხულია.  ზაფხულისთვის კი მთლიანად დავფარავთ. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებს აღარ დასჭირდებათ წლების განმავლობაში დაელოდონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. სტრატეგია არის შემდეგი, ყველა ის საქმე, რომელიც არის უკვე კომუნიცირებული და ადვოკატებმა იციან ეს საქმე და არის მორიგებისთვის პრიორიტეტი, ჩვენ ამით არ შემოვიფარგლებით. იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანი ჩვენ მოგვმართავს და ამბობს, რომ საქმე შეტანილია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და მისი განცხადებიდან ჩანს, რომ შეიძლება, ეს საქმე მორიგდეს, ვხვდებით მომჩივანს და განვიხილავთ პრობლემის მოგვარების გზებს“, - განაცხადა წულუკიანმა და დასძინა, რომ ივნისში იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მორიგებით დასრულებული საქმეების სტატისტიკა გამოქვეყნდება.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები