კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვიოლა კრამონი: „დასავლეთმა უნდა დაარწმუნოს სააკაშვილი, რომ საჭიროა, საბოტაჟირების შეწყვეტა“

10 აპრილი, 2013

საგარეო საქმეთა საკითხებში გერმანიის მწვანეთა პარტიის პრეს-სპიკერის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საჭიროა, პრესიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ზემოქმედების მოხდენა  ახალ ხელისუფლებასთან მისი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად.

მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ მოსაზრება კრამონმა გასულ კვირას საქართველოში სტუმრობის შემდეგ გამოთქვა ( http://www.gruene bundestag.de/presse/pressemitteilungen_ID_2000147/2013/april/georgien-praesident-saakaschwili-zu-kooperation-mit-der-neuen-regierung-draengen_ID_4387981.html).

„2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში გაჩნდა ახალი ცხოვრების დასაწყისის განცდა. ახალმა ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის ხელმძღვანელობით სამართლებრივი სისტემის გასაუმჯობესებლად და ახალი სოციალური პოლიტიკის განსახორციელებლად გადაუდებელი პრიორიტეტები განსაზღვრა. ხელისუფლებამ მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას  კიდევ უფრო დემოკრატიული საზოგადოების დამყარებისაკენ. აღდგენილია სიტყვის თავისუფლება, ასევე შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება. დასრულდა პოლიტიკური ჩარევა საჯარო დაწესებულებების მუშაობაში. ხელისუფლება ეძებს და ხშირად პოულობს კიდეც კომპრომისულ გადაწყვეტილებებს ოპოზიციასთან. ბრალდებებისა და საჩივრების დიდი რაოდენობა, რომლებითაც ითხოვენ წინა ხელისუფლების არაკანონიერ მოქმედებებზე რეაგირებას, ამჟამინდელი ხელისუფლების წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევაა. პირებს, რომელთა უფლებებიც შეილახა პოლიციის განყოფილებებში ან რომელთაც უკანონოდ ჩამოართვეს საკუთრება, იმედი აქვთ, რომ ახალი ხელისუფლება შექმნის მართლმსაჯულების ახალ, დამოუკიდებელ სისტემას. შედეგად, მკვეთრად იკლო ევროსასამართლოში შეტანილი საჩივრების რაოდენობამ. გარდა ამისა, ხელისუფლების მიზანია, მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რომელსაც ემსახურება ეუთო-ს დამკვირვებელთა მოწვევა  ყოფილი თანამდებობის პირების სასამართლო პროცესებზე, რომლებიც მარტში დაიწყო. სამწუხაროდ, პრეზიდენტი სააკაშვილი უარს აცხადებს ახალ ხელისუფლებასთან პრაგმატულ კოჰაბიტაციაზე. სააკაშვილი აყოვნებს მინისტრების მოადგილეებისა და საელჩოებში საკვანძო თანამდებობებზე პირთა დანიშვნას, რაც არის საერთაშორისო ასპარეზზე ხელისუფლების საქმიანობისათვის ხელის შეშლის შეგნებული ცდა. მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, სააკაშვილი უარს აცხადებს კომპრომისული შეთანხმების ხელმოწერაზე, რომელიც მიღწეულ იქნა მოსამართლეებთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიასთან დეტალური მოლაპარაკებების შედეგად. ეს არის პრეზიდენტის მიერ ძალაუფლების გამოყენების კიდევ ერთი მაგალითი, რითაც ის ჯიუტად ეწინააღმდეგება ესოდენ საჭირო რეფორმას მართლმსაჯულების სისტემაში. გერმანიის მთავრობამ, ევროკავშირმა და საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრებმა მეტი ზემოქმედება უნდა მოახდინონ და უბიძგონ პრეზიდენტ სააკაშვილს ახალ ხელისუფლებასთან უფრო პრაგმატული კოჰაბიტაცისაკენ. ძალიან გაჭიანურდა დასავლეთის მხრიდან სააკაშვილის, როგორც დემოკრატიის იმედისა და რეგიონში დასავლეთის გავლენის გარანტის, მხარდაჭერა. დადგა დრო, იგი დაარწმუნონ, რომ მიუღებელია პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და საჭიროა, ქვეყანაში მოქმედი ხელისუფლების პროგრესული ნაბიჯების საბოტაჟირების შეწყვეტა“, - აცხადებს ვიოლა კრამონი.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები