კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბრალდებამ ახალაიას საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე დაკითხა

15 აპრილი, 2013

სალომე აჩბა

ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო სხდომაზე ბრალდებამ ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე დათუაშვილი დაკითხა.  მოწმე იმ ეპიზოდზე საუბრობდა, სადაც ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულ კიდევ რამდენიმე პირს, გამოძიება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლით ედავება.

 ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ოთარ დათუაშვილი ამბობს, რომ ბაჩანა ახალიაას ბრძანებით, მას და კიდევ 18 სამხედრო პირს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი აბანოში სამი დღე-ღამის განმავლობაში ჩაკეტეს.

„ერთ-ერთი სამხედრო სწავლების შემდეგ, ვარჯიში ვერ შევძელით, რადგან ძალიან დაღლილები ვიყავით და ფიზიკურად არ გქვონდა ძალა ვარჯიშისთვის. იმის გამო, რომ სავარჯიშოდ ვერ გავედით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს, დედაზე გვაგინებდნენ, გვეუბნებოდნენ, ღორები ხართო. პროტესტის ნიშნად, მე და კიდევ 18-მა სამხედრო მოსამსახურემ გადავწყვიტეთ რომ სადილზე უარი გვეთქვა. შემდეგ, ყველანი ე.წ. „ბრიფინგების ოთახში“ ჩაგვიყვანეს, სადაც  მერაბ კიკნაძე, გიორგი კალანდაძე და ბაჩანა ახალაია იყვნენ. ისინი გვირტყამდნენ და გვაგინებდნენ, მე პირადად, ფიზიკური შეურაცხყოფა გიორგი კალანდაძემ მომაყენა. შემდეგ გარეთ გაგვიყვანეს და წელსზევით შიშვლები გვარბენინეს. ამ ვარჯიშს ზედამხედველობას ბრალდებული გორგაძე უწევდა. ამის შემდეგ, ბაჩანა ახალაიამ თქვა „მოასვენეთ ახლა ესენი, ისე როგორც საჭიროაო“, რის შედეგადაც წაგვიყვანეს აბანოში და ჩაგვკეტეს. იქ სამი დღე-ღამე ვიყავით გამოკეტილები. 16 თებერვალი იყო, ძალიან ციოდა. გათბობა მხოლოდ პირველ საღამოს იყო, მეორე დილიდან გათბობაც გამოგვირთეს. ცივ მეტლახზე ვეყარეთ, სამი დღე-ღამის განმავლობაში მშივრები ვიყავით, საჭმელი არავის მოუტანია ჩვენთვის. ზედამხედველობას, თუ არ ვცდები, სამხედრო პოლიცია გვიწევდა, ისინი შემოდიოდნენ და გვთვლიდნენ ხოლმე.“ - აღნიშნა თავის ჩვენებაში ოთარ დათუაშვილმა.

ბრალდების მხარე, მოწმეს ძირითადად საქმის ფატქობრივ გარემოებებზე უსვამდა კითხვებს, დაცვის მხარე კი ინტერესდებოდა მისი პროკურატურაში დაკითხვის დეტალებზე, ეკითხებოდა მას, როდის დაიბარეს ჩენების მისაცემად პროკურატურაში, რამდენი ხანი გაგრძელდა დაკითვა და ხომ არ მომხდარა მასზე ზეწოლა. მოწმის თქმით, მსაზე პროკურატურის მხრიდან არანაირი სახის ზეწოლა არ მომხდარა. 

მოწმე სასამართლო დარბაზიდან ერთ-ერთმა ბრალდებულმა გინებით და მუქარის შემცველი ფრაზებით („შენ ნახავ რაც მოგივა“) გააცილა. თუმცა მოსამართლემ,  ეს ინციდენტი  სავარუდოდ, ვერ დააფიქსირა და შესაბამისად, მოწმის  სიტყვიერი შეურაცხმყოფა რეაგირების გარეშე დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ახალაიას   წამების ორგანიზებაში, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედება ბრალი

ამავე საქმეზე ბრალი კიდევ 6 პიროვნებას, გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს,  გიორგი კალანდაძეს, სასჯელაღსრულების უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, გაგა მკურნალიძეს,  მე–4 ბრიგადის ყოფილ მეთაურს, ზურაბ შამათავას, ალექსანდრე გიორგაძეს,  მანუჩარ დარასელიას, გიორგი კინწურაშვილს და მერაბ კიკაბიძეს აქვთ წაყენებული. მათგან კალანდაძეს და გიორგაძეს სასმსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ედება ბრალი. მკურნალაძეს, დარასელიას და კინწურაშვილს,  მხოლოდ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში. შამათავას კი, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. რაც შეეხება მერაბ კიკნაძეს, მას ბრალი პირისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის და წამების დახმარებისთვის აქვს წაყენებული. ბრალდებულთაგან მხოლოდ ახალიას და მკურნალაძეს აქვთ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეფარდებული. დანარჩენ ბრალდებულებულებს სასამართლომ გირაო შეუფარდა.

ახალი ამბები