კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასრულწლოვნის პორნოგრაფიის საქმეზე ქალი დააკავეს

11 აპრილი, 2013

ქართველმა სამართალდამცავებმა 45 წლის ქალი დააკავეს, რომელიც თავისი 11 წლის ქალიშვილს აიძულებდა მონაწილეობა მიეღო პორნოგრაფიული სურათების და ვიდეოფირების გადაღებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა ხუთშაბათს, რომ 2013 წლის თებერვლიდან  მიმდინარეობდა გამოძიება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ხასიათის სურათებისა და ვიდეოჩანაწერების უკანონო დამზადების,  გავრცელებისა და გასაღების ფაქტზე. ამავე ინფორმაციის თანახმად, გამოძიება პარალელურად მიმდინარეობდა ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელისა და ავსტრალიის სპეცსამსახურების მიერ.

შსს–ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 აპრილს საქართველოში დააკავეს მსხვერპლის დედა, 45 წლის, საქართველოს მოქალაქე, ხოლო ისრაელში - წარსულში ყაჩაღობისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცევისათვის ნასამართლევი, 42 წლის ისრაელის მოქალაქე მამაკაცი.

ამავე ინფორმაციით, ქალს ბრალად ედება თავისი 11 წლის ქალიშვილის ექსპლოატაცია ბოლო 2 წლის მანძილზე და შემდეგ გადაღებული მასალის მიყიდვა ისრაელის მოქალაქისთვის; ეს უკანასკნელი კი მიღებულ მასალას ინტერნეტით ყიდდა, იტყობინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

დაკავებულ ქალს ბრალად წაუყენეს არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები