კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელი დააკმაყოფილა

15 აპრილი, 2013

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელი  „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 116-ე მუხლის მე-7 ნაწილის ერთ-ერთი სადავო დებულების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 116-ე მუხლის მე-7 ნაწილის სადავო დებულების მიხედვით,  მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატს საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების სიასთან ერთად,  ცესკოს მითითებულ ანგარიშზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ 5000-ლარიანი დეპოზიტის განთავსების დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტიც უნდა წარედგინა.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 116-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, აღნიშნულ დეპოზიტზე შეტანილი თანხა კანდიდატს სრულად უბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის არჩევნებში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10 პროცენტს მაინც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს თანხა ირიცხებოდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, „საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ ატარებდა საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, თუ დარღვეულ იყო ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები და ვადა.

ამრიგად, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი არ წარადგენდა  5000-ლარიან დეპოზიტის განთავსების დამადასტურებელ საბანკო დოკუმენტს, იგი არ იქნებოდა გატარებული რეგისტრაციაში.

აღნიშნულ მოთხოვნას საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებდა მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის, კერძოდ - ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიმართ. ამგვარი სავალდებულო მოთხოვნა არ იყო გათვალისწინებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარმდგენი სხვა ისეთი საარჩევნო სუბიექტების შემთხვევაში, როგორიცაა - პოლიტიკური პარტია ან საარჩევნო ბლოკი.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობა გაუწია მოქალაქე ბესიკ ადამიას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო და კანონით ევალებოდა 5000 ლარის გადახდა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიიჩნია, რომ ამგვარი სავალდებულო მოთხოვნის დადგენა არჩევნებში მონაწილეობის მიმღებ თანასწორ სუბიექტებს შორის, მხოლოდ ერთი სუბიექტისადმი წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით  გათვალისწინებული, კანონის წინაშე სამართლიანი თანასწორობის პრინციპის დარღვევას.

არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი  ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სრული სახით გამოქვეყნების შემდეგ ადამიანის უფლებათა ცენტრი ამ თემაზე პრესკონფერენციას მოაწყობს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები