კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატრული-პოლიციელები ქუჩებში 19 აპრილის პლაკატებს ხევენ

16 აპრილი, 2013

ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა თბილისში პატრულის თანამშრომლები გადაიღეს, რომლებიც კედლებიდან ცხრამეტი აპრილის აქციის საანონსო პლაკატებს ხევდნენ.
 
აღნიშნული ვიდეომასალა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირმა ნადირაშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს გააცნო.
 
“მაშინ, როდესაც თბილისის ქუჩები ნამდვილად არ არის უსაფრთხო და ღამეების განმავლობაში ხდება უამრავი მკვლელობა და ქურდობა, ძალიან სამწუხაროა, რომ მინისტრი პატრულს აძლევს იმ დავალებებს, რომელიც არ არის შესაბამისი მათ საქმიანობასთან. ჩვენთვის ეს არის ძალიან სამწუხარო და ამაზე ხმამაღლა გვინდა ვისაუბროთ, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ პატრული ეს არის ახალი საქართველოსა და სახელმწიფოს სიმბოლო, ის სარგებლობს ძალიან მაღალი ნდობის ხარისხით და მე მინდა ვთხოვო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ ეს ინსტიტუტი არ გადააქციოს პლაკატების ჩამომხევ ინსტიტუტად, ვთვლით რომ ეს არ არის სწორი და მოვითხოვთ პასუხს, თუ რატომ ხდება ასეთი ფაქტი პატრულის ეკიპაჟის მხროდან”, - აცხადებს ნადირაშვილი.
 
საქართველოს პრემიერმინისტრი და შს მინისტრი სიცრუეში დაადანაშაულა “თავისუფალმა ზონამაც” და ინტერნეტპორტალებზე ვიდეომასალა გაავრცელა, რომელსაც გთავაზობთ.
 
მათი განცხადებით, პრემიერისა და შს მინისტრის მტკიცება, რომ პატრული და ზოგადად, პოლიცია დეპოლიტიზირებულია, აშკარა სიცრუეა, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდა აქტვისტების მიერ გადაღებული ვიდეომასალაც ადასტურებს.

ვიდეო

newposts.ge

ახალი ამბები