კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დათა ახალაიას ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

17 აპრილი, 2013

დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ჰქონდა სრული უფლებამოსილება, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ გავრცელებული განცხადების ნამდვილობა დაედასტურებინა.

ირაკლი ზაქარეიშვილმა შესაბამისი განცხადება გაავრცელა, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "ზოგიერთი თავშეუკავებელი პერსონა ჩემი კომპეტენციის შეფასებით არის დაკავებული... დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ ვაცხადებ, რომ დავით ახალაიას ჩემი სახით ჰყავს საკმაოდ გამოცდილი და კვალიფიციური ადვოკატი, რომლის შეცდომაში შეყვანა იოლი საქმე არ არის. დიახ, მე ჟურნალისტებს დავადუსტურე, რომ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება ეკუთვნოდა ბატონ დავით ახალაიას. ამ განცხადების გაკეთებისას, ცხადია მე გამაჩნდა სანდოობის შესაბამისი ხარისხის მქონე ინფორმაცია და გავრცელებული განცხადების ტექსტის დავით ახალაიასადმი კუთვნილების დადასტურების უფლებამოსილება. მიმაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ჩემის მხრივ განმარტებითი ხასიათის მქონე განცხადების გაკეთებისაგან თავის შეკავება იქნებოდა როგორც საკუთარი თავის, ასევე – საზოგადოების უპატივცემულობა".

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას განცხადება სოციალური ქსელის მუშვეობით 15 აპრილს გავრცელდა. როგორც ახალაია აცხადებს, საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცი - ვანო მერაბიშვილია.

"აგერ უკვე მეშვიდე თვეა სამშობლოდან გადახვეწილი ვაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებს. ვფიქრობ, ვაანალიზებ წარსულს და სულ უფრო მიმყარდება რწმენა იმისა, რომ საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია, - კაცი, რომელმაც ჩვენთან - ჩემთან და ჩემს ძმასთან - ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა", - აცხადებს ახალაია.

ამასთან, ახალაიას თქმით, ლაფანყურის ავანტიურა მისი ძმის - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსს" ახალაიას ადვოკატმა, ზაქარეიშვილმა 15 აპრილსვე დაუდასტურა, რომ ეს განცხადება ნამდვილად მისი დაცვის ქვეშ მყოფს ეკუთვნოდა.

თავად ახალაიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს "ფეისბუქით" გავრცელებული განცხადების ნამდვილობაში ეჭვი ეპარებათ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები