კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გუნავას სასამართლო სხდომა პირველი მაისისთვის გადაიდო

18 აპრილი, 2013
 
სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორის თენგიზ გუნავას სასამართლო პირველი მაისთვის გადაიდო. გადაწყვეტილება სხდომის გადადების შესახებ, მოსამართლემ გუნავას ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის გამოუცხადებლობის გამო მიიღო. 

მალხაზ ველიჯანაშვილი გუნავას სხდომაზე, იმის გამო ვერ გამოცხადდა, რომ პარალელურად ბაჩანა ახალაიას სასამართლო სხდომაც მიმდინარეობდა, რომელსაც  ველიჯანაშვილი ახალაიას ადვოკატის სტატუსით ესწრებოდა. 

გუნავას სასალმართლო პროცესზე გამოცხადდა „თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრის„ წარმომადგენლი გიორგი ონიანი, რომელმაც მოსამართლეს განუცხადა, რომ ის ადვოკატ ველიჯანაშვილის სტაჟიორი იყო და გუშინდელ სასამართლო პროცესზე ველიჯანაშვილის ნაცვლად გუნავას ის დაიცავდა. თუმცა მოსამართლის თქმით, სტაჟიორს სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ინტერესების დაცვის უფლება არ აქვს. მოსამართლემ პროცესის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. 

ეპიზოდი, რაშიც ბრალდება გუნავას ედავება და რის გარშემოც მოწმეები 17 აპრილს უნდა დაკითხულიყვნენ, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას ეხება. საგამოძიებო ორგანოების ინფორმაციით, თენგიზ გუნავასა და მის მძღოლს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც გუნავამ თავისი მაკაროვის ტიპის სამსახურებრივი იარაღით, მძღოლს, საქმეში დაზარალებულად ცნობილ იზორიას, ესროლა და ფეხში დაჭრა.

სალომე აჩბა 

ახალი ამბები