კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უწყებათაშორისი კომისია პლაკატების ჩამოხევის გამო შსს-ს რეაგირებისკენ მოუწოდებს

18 აპრილი, 2013
 
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ კედლიდან „ნაციონალური მოძრაობის“ 19 აპრილის აქციის პლაკატების ჩამოხევის გამო შეშფოთებულია და შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.

კომისია აღნიშნულს შსს-ის თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებად აფასებს და ირაკლი ღარიბაშვილის უწყებას რეკომენდაციით მიმართავს, თავის თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები და მათი კომპეტენციები განუმარტოს, რათა ხელი არ შეეშალოს საარჩევნო სუბიექტების სრულფასოვან კომუნიკაციას თავიანთ ამომრჩევლებთან. 

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია შეშფოთებას გამოთქვამს მედიით გავრცელებული იმ ვიდეო კადრების გამო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ხევენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები კედლიდან „ნაციონალური მოძრაობის“ 19 აპრილის აქციის პლაკატებს. 

კომისიის თავმჯდომარე მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განცხადებას იმის შესახებ, რომ პატრულის თანამშრომლების მხრიდან პლაკატების თვითნებურ ჩამოხსნას ჰქონდა ადგილი და რომ სამინისტრო ამ ქმედების შესწავლას მოახდენს. თუმცა, ამასთანავე, კომისიის თავჯდომარის აზრით, საპატრულო პოლიციის შესაბამისი პასუხისმგებელი პირის შეფასება იმის შესახებ, რომ აღნიშნულ შემთხვევაში სააგიტაციო პლაკატის აკრძალულ ადგილზე განთავსებას ჰქონდა ადგილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებას წარმოადგენს. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო, კომისია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს: რეაგირება მოახდინოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე; ასევე, განუმარტოს თავის თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, მათი კომპეტენციები, რათა ხელი არ შეეშალოს საარჩევნო სუბიექტების სრულფასოვან კომუნიკაციას თავიანთ ამომრჩევლებთან", - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

ამასთან, უწყებათაშორისი კომისია აღნიშნული ინციდენტის დროულად შესწავლისა და მასზე სათანადო რეაგირების რეკომენდაციით დედაქალაქის მერიასაც მიმართავს.

„თბილისის მერიამ 2012 წლის 9 აგვისტოს №20.01.758 დადგენილებით, განსაზღვრა იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც სააგიტაციო მასალების განთავსება იკრძალება. აკრძალული ადგილების ჩამონათვალში ბუშის ქუჩა, სადაც აღნიშნულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, მითითებული არ არის. ამდენად, გაურკვეველია, თუ რას ეფუძნება საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი პირის განცხადება იმის შესახებ, თითქოს პლაკატის გაკვრას აკრძალულ ადგილზე ჰქონდა ადგილი. ამასთანავე, საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს კომპეტენციას წარმოადგენს. კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად კი, მსგავსი ქმედება -1000 ლარით, თანამდებობის პირის შემთხვევაში კი 2000 ლარით ჯარიმდება. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია მოუწოდებს თბილისის მერიას: დროულად შეისწავლოს აღნიშნული ინცინდენტი და სათანადო რეაგირება მოახდინოს მასზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები