კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის მერის მეუღლეს მართვის მოწმობა ჩამოართვეს

22 აპრილი, 2013

დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას მეუღლეს, ლელა კილაძეს მართვის მოწმობა 1 წლით ჩამოართვეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა განუცხადა, როდესაც საპატრულო პოლიციამ ლელა კილაძე გააჩერა, აღმოჩნდა, რომ ის ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ლელა კილაძე პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან მეორედ აღმოაჩინა, მას 1 წლით მართვის მოწმობა ჩამოერთვა.

აღნიშნული ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები