კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უცხოელებს საქართველოში 2,5 ჰექტარზე მეტი მიწის შეძენა შესაძლოა აეკრძალოთ

24 აპრილი, 2013
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

სპეციალისტებმა საქართველოში მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით სპეციალური საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადეს. კანონპროექტის მიხედვით, უცხოელის მიერ საქართველოში სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა დაშვებელია მხოლოდ 2.5 ჰა ოდენობით, საერთო ჯამში კი, არსებული სასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის მხოლოდ 5% შეიძლება იყოს უცხოელთა საკუთრებაში.

გაზეთ „რეზონანსის“ ინფორმაციით, „სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი ავტორებმა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს უკვე გადაუგზავნეს. კანონპროქტი ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა პაატა კოღუაშვილმა, სამართლის დოქტორმა ანა ფირცხალაშვილმა და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა ზაურ ჯინჯოლავამ შეიმუშავეს.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონის, მე–4 მუხლის 1–ლი პუნქტის მე–11 ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი პუნქტები და ქვეპუნქტები:

ა) უცხოელის მიერ საქართველოში სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა დაშვებულია მხოლოდ 2.5 ჰა ოდენობისთ (თითოეულ კომლზე/პირზე). საქართველოში. არსებული სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის მხოლოდ 5% შეიძლება იყოს უცხოელთა საკუთრებაში.

ბ) სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სასოფლო – სამეურნეო დანიშნულებისამებრ ისე, რომ იგი შეესაბამებოდეს საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ ინტერესებს.

გ) საქართველოში სასოფლო – სამაურნეო დანიშნულების მიწის შეძენა შეუძლია საქრთველოში რეგისტრირებულ მხოლოდ იმ იურიდიულ პირს, რომელშიც საქართველოს მოქალაქე ნაწილობრივად ფლობს არანკლებ 51%–ისა.

დ) შერეული კაპიტალით შექმნილ, საქართველოში რეგისტრირებული ირიდიულ პირებზე, ჯამურად, დაშვებულია სასოფლო–სამეურნეო მიწის ფონდის არაუმეტეს 10%–ის შეძენა. იმ შემთხვევაში, თუ ხდება შერეული კაპიტალით შექმნილი იურიდიული პირის ლიკვიდაცია ან დაშლა–გაყოფა, მაშინ უცხოელ პარტნიორს, როგორც ფიზიკურ პირს, აქვს უფლება გაიტანოს სასოფლო–სამეურნეო მიწა ქონების სახით არა უმეტეს 2.5 ჰექტრისა; ხოლო, როგორც იურიდიულ ასევე ფიზიკურ პირს, მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევა უფლება გადაიტანოს სასოფლო–სამეურნეო მიწა ქონების სახით, თუ იგი ხდება პარტნიორი საქართველოში დარეგისტრირებული ისეთი იურიდიული პირისა, რომელშიც უცხოელთა წილი მისი შემატების შემდეგ არ შეადგენს 49%–ზე მეტს.

ე) უცხოელი, რომელსაც სურს საქართველოში სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა, უნდა: ა) ცხოვრობდეს საქართველოში კანონიერად ბოლო 10 წლის განმავლობაში: ბ) ჰქონდეს აგრარული განათლება, სოფლად ცხოვრებისა და აგრარული შრომის 5–წლიანი გამოცდილება. გ) ფლობდეს სასოფლო–სამეურნეო მიწის დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის საჭირო კაპიტალს. ვ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც განიხილავს უცხოელების მიერ სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის შესყიდვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევას და მიიღებს გადაწყვეტილებას.

„2012 წლის 26 ივნისამდე საქართველოში სასოფლოს–სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონით (მე–4 მუხლის პირველი და მე–11 პუნქტით) აკრძალული იყო საქართველოში უცხოელის მიერ სასოფლოს–სამაურნეო მიწის შეძენა, თუ იგი სასოფლო–სამაურნეო მიწას მემკვიდრეობით მიიღებდა, მას მიღებული სასოფლო–სამაურნეო დანიშნულების მიწა 6 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეზე უნდა გაესხვისებინა“, – წერს გაზეთი „რეზონანსი“.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის პლენუმის გადაწყვეტილებით, მსგავსი აკრძალვა (კანონის შესაბამისი მუხლების, პუნქტებისა და სიტყვების გაუქმებით) ძალადაკარგულად ითვლება“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროქტის ავტორების თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უცხოელებზე სასოფლო სამაურნეო მიწის საკუთრებაში შეძენის აკრძალვა გააუქმა, ფაქტობრივად, ერთნაირ რეგულირებაში მოექცა საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქე. ისეთ პირობებში, როცა საქართველოს მოქალაქეები მასობრივად არაკონკურენტუნარიანნი არიან საქართველოში სასოფლო–სამაურნეო მიწის შეძენის მსურველთა მასასთან, ახალი კანონპროექტის მიზანია უცხოელისთვის შექმნას განსაკუთრებული რეგულირება სასოფლო–სამაურნეო მიწის საკუთრებაში ქონასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, უცხოელები, ძირითადად ინდოელები და არაბები საქართველოში სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწებს მასობრივად ყიდულობენ. YouTube-ზე განთავსებულია ვიდეო, სადაც ინდოეთის მოქალაქე საინი დარჯმიტი თავის თანამოქალაქეებს კახეთში მიწის ყიდვას სთავაზობს. საინი დარჯმიტი ვიდეოში საქართველოში იაფ მუშახელზე და მიწის უპირატესობაზე საუბრობს. მისი თქმით, 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი კახეთში 1000 დოლარი ღირს. საინი დარჯმიტი თანამოქალაქეებს მოუწოდებს საქართველოში მიწები იყიდონ. YouTube–ზე დარჯმიტის მიერ განთავსებულ ვიდეოებს ათიათასობით მნახველი ჰყავს.

ახალი ამბები