კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბრალდებული პოლიციის შენობის წინ ხელყუმბარის აფეთქებას უარყოფს

29 აპრილი, 2013

საბა წიწიკაშვილი, შიდა ქართლი

2013 წლის 18 თებერვალს, შუადღით, კასპის პოლიციის შენობასთან აფეთქება მოხდა. პოლიციამ დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე მიმავალი 29 წლის დავით გაბოძე დააკავა. ხელბორკილებდადებულმა ეჭვმიტანილმა პოლიციის შენობასთან შეკრებილ ჟურნალისტებს გვითხრა, რომ წარმოდგენა არა აქვს რაზე დააკავეს. რამდენიმე საათში, მას ბრალი სწორედ იმ დღეს მომხდარ აფეთქებაში დასდეს.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისმა გაარკვია, დაკავებულს პროკურატურამ ბრალი სამი მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის  273-ე, 236-ე და 353-ე მუხლების წაუყენა, რაც ერთობლიობაში საბრძოლო მასალის შენახვა, შეძენა, გასაღებას, ასევე პოლიციის მუშაკის მიმართ დაუმორჩილებლობას და, ასევე - პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების დამზადება-შენახვას.

ბრალდებული თავს დამნაშავედ, მხოლოდ, 273-ე მუხლში, ნარკოტიკის მოხმარებაზე ცნობს.  დანარჩენ ორ მუხლში ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და აღნიშნავს, რომ  წარდგენილი ბრალდებები  უსამართლოა.  ბრალდებული იმასაც აღნიშნავს, რომ აფეთქებიდან რამდენიმე საათში მისი დაკავებისას, მის მიმართ პოლიციელებმა ფიზიკური ძალადობა მოახდინეს.

გაბოძის ინტერესებს ადვოკატი გოჩა გოჩიტაშვილი იცავს. ის საქმეში მოგვიანებით ჩაერთო და ამბობს, რომ დაკავებულის სხეულის ექსპერტიზა თავის დროზე არ ჩატარებია. აქედან გამომდინარე, ძალადობის ნიშნების დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

როგორც ირკვევა, პროკურატურას ორი მოწმე ჰყავს, ისინი პოლიციელები არიან. ორივე მოწმე უკვე სასამართლოს წინაშე წარსდგა და თავისი ჩვენებები ჩამოაყალიბეს.

გოჩა იორდანაშვილი ასე იხსენებს 18 თებერვლის აფეთქებას.

გოჩა იორდანაშვილი (კასპის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელი): „დილით, შენობის წინ დავინახე, რამდენიმე ადამიანი იდგა. ორი პიროვნება ერთმანეთში საუბრობდა. ესენი იყვნენ დავით გაბოძე და ამირან მიხანაშვილი. ორივე იმ დღით გამომძიებელთან იყვნენ დაბარებულები ნარკოტიკის მოხმარების ფაქტზე, მაგრამ, როგორც ვიცი, ცალ-ცალკე იყვნენ დაბარებულები და იქ გამოელაპარაკნენ ერთმანეთს. რამდენიმე წუთში ამირან მიხანაშვილი შემოვიდა პოლიციის შენობაში. მიხანაშვილმა მე და ჩემს თანამშრომელს გვითხრა, რომ ის ადამიანი, ვისაც ესაუბრებოდა, ანუ დავით გაბოძე, ნასვამია და მეუბნება, გამოდი, ბიჭები გელოდებიანო. როგორც მიხანაშვილმა გვითხრა, თავის ასარიდებლად შენობაში შემოვიდა. ჩვენ ამ დროს გარეთ გავიხედეთ, დავინახეთ, თუ  როგორ გამოიქნია ხელი პოლიციის შენობისკენ და გაიქცა. რამდენიმე წამში აფეთქება მოხდა და მერე ვეღარაფერი დავინახეთ“.

დაახლოებით ანალოგიური განცხადება პოლიციის კიდევ ერთმა თანამშრომელმა ვასილ ბერიაშვილმა გააკეთა.

გაბოძის ინტერსების დამცველი გოჩა გოჩიტაშვილი პოლიციელებს შეეკითხა, ხელის გაქნევის პროცესში, ეკავა თუ არა რაიმე ნივთი გაბოძეს. პოლიციელებმა განაცხადეს, რომ მათ ეს არ დაუნახიათ. თუმცა, წინასწარი გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებაში აღნიშნეს, რომ გაბოძეს ხელყუმბარა ეკავა.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელებისთვის „თავიდანვე“ ცნობილი იყო ხელყუმბარის მფლობელის ვინაობა, იგი 2-3 საათის შემდეგ, „ხანგრძლივი ძებნის შემდეგ“ დააკავეს. გამოძიებას საქმეში ვიდეოთვალის ჩანაწერები არ უდევს. მთავარ მტკიცებულებად „ხელის გაქნევა“ რჩება.

ოფიციალური ჩანაწერებით, დავით გაბოძე იმ დღეს პოლიციაში არ იყო დაბარებული. ნარკოტიკების მოხმარებაზე ის მანამდე ორჯერ მართლაც ჰყავდათ დაბარებული - პირველად 21 იანვარს, ხოლო მეორედ - 13 თებერვალს. დაკავებულის მხარეს მიაჩნია, რომ ბრალდებულს იმ დღით არავითარი მოტივი გააჩნდა იმისათვის, რომ პოლიციის შენობისთვის რაიმე საბრძოლო ნივთი ესროლა.

პოლიცია ბრალდებულის მხრიდან დაზიანებული მანქანის და პოლიციის შენობის გარე ფასადის ზარალის ანაზღაურებასაც ითხოვს, რომელიც 2345 ლარს და 50 თეთრს შეადგენს.

ახალი ამბები