კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოსურმა მხარემ ტირიფონის არხის აღდგენის საკითხი დააყენა

30 აპრილი, 2013

საბა წიწიკაშვილი, შიდა ქართლი

ოსურმა მხარემ ტირიფონის არხის აღდგენის საკითხი ერგნეთში 2013 წლის 16 აპრილს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ოცდამეცამეტე შეხვედრაზე დააყენა.  ამის შესახებ მათმა წარმომადგენელმა ხოხ გაგლოითმა ვრცლად ისაუბრა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, გთავაზობთ, ხოხ გოგლოითს კომენტარის სრულ ვერსიას: „დღის წესრიგში განვიხილეთ ძალიან ბევრი საკითხი. ამიტომ მომიწევს ყველაფერზე ძირეულად შეჩერება და ეტაპობრივად განხილვა. პირველ რიგში, ჩვენ განვიხილეთ სტატისტიკით გამოვლენილი ინციდენტების რაოდენობა, რომლებიც მოხდა სამხრეთ ოსეთში და საქართველოს საზღვარზე. ინციდენტების რაოდენობა არ გაზრდილა. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ დააყენა საკითხი ტირიფონის სარწყავი არხის აღდგენის აუცილებლობის შესახებ. მინდა გითრათ, რომ ეს არის მიწების მორწყვის მთავარი არტერია. სოფლის მოსახლეობა სწორედ ტირიფონის არხის მეშვეობით ახდენდა მიწის ნაკვეთების მორწყვას. თუმცა, ამ არხმა 2000 წელს შეწყვიტა ფუნქციონირება. სამხრეთ ოსეთისთვის ამ არხის უმოქმედობის პრობლემა ისაა, რომ წყალი ტირიფონის არხში მოედინებოდა ქალაქ ცხინვალიდან, შემდეგ მიედინებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვეღარ აღწევდა წინაგარის ზონამდე. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია. ამ არხის ერთობლივი გამოყენების შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება გარანტიები ქართული მხრიდან, რომ იმ შემთხვევაში, როცა გრაფიკით სამხრეთ ოსეთის მხარე ისარგებლებს ამ არხით, წინაგარის ზონას წყლის სრული მარაგი უნდა მიეწოდებოდეს. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ პირველ რიგში, ყურადსაღებია სპეციალისტებისა და ეუთოს წარმომადგენლების მიდგომა ამ საკითხის მიმართ, რომელიც განიხილება შემდეგი შეხვედრისას ან შეიძლება უფრო ადრეც.

გასათვალიწინებელია ისიც, რომ საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო, ქართულმა მხარემ გამოთქვა მზაობა წარმოადგინოს მსოფლიო პრაქტიკაში არსებული ერთობლივი სარგებლობის წარმატებული მაგალითები და ამ მაგალითების შესწავლის შემდეგ ერთობლივად მივიღოთ გადაწყვეტილება ტირიფონის არხის სარგეობლობის შეთანხმების გაფორმებაზე. თუ ჩვენ ქართული მხრიდან მივიღებთ გარანტიებს, რომ წინაგარას ზონას წყალი მიეწოდება სრული მარაგით, ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ ტირიფონის არხზე აღდგენითი და გაწმენდითი სამუშაოები.

რაც შეეხება ფერმერთა უსაფთხოების ზომებს, მათი უსაფთხოების უზრუნველყოფა ევალებათ იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომელთა ტერიტორიაზეც ხდება ამ ფერმერთა მოღვაწეობა. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშოები, მათ შეუძლიათ იმოქმედონ სახელმწიფო საზღვრის დაცვის ფარგლებში“.

შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს ერთობლივი ხელშეწყობით ტარდება.

ცნობისათვის, ვიდრე ტირიფონის სარწყავ არხს ცხინვალი საბოლოოდ გადაკეტავდა (2008 წლამდე), წყლის მცირე რაოდენობა ოსურ სოფლებამდე (ორჭოსანი და წინაგარა) აღწევდა. ეს ორი სოფელი გორი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალთან სიახლოვეს შავშვებთან და ნადარბაზევთან ახლოს მდებარეობს.

ცხინვალიდან გამომავალი არხი ჯერ გორის რაიონის ქართულ სოფლებზე გადის, შემდეგ ამ ორ ოსურ სოფლამდე აღწევს. წინაგარამდე და ორჭოსანამდე წყლის ნორმალურად მიწოდებაში პრობლემა ის იყო, რომ სარწყავი არხი სრულად არ იწმინდებოდა, ადგილი ჰქონდა დანაკარგებს, ხოლო არხში მომავალი შედარებით მცირე რაოდენობის წყალი ქართულ სოფლებსაც არ ჰყოფნიდათ.

,,ქართული მხარე, ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის შექმნილ პრობლემებზე და მათ მიერ მიწის ნაკვეთების უსაფრთხო დამუშავების საკითხებზე იმსჯელებს. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება ქართული მხარის შეთავაზება, ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ქართული დელეგაციის, ხოლო საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი ოსი პატიმრების ცხინვალის წარმომადგენლების მიერ შესაძლო მონახულების საკითხი. ქართული მხარე კვლავაც დააყენებს ახალგორის რაიონში მდებარე დაზიანებული წყლის სისტემის შეკეთებისა და 2012 წლის 28 სექტემბერს სოფ. ზემო ნიქოზიდან გატაცებული ბეტონმრევის გადმოცემის საკითხებს“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში.

ახალი ამბები