კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

GPB-ის სამეურვეო საბჭომ გიორგი ბარათაშვილს უფლებამოსილება აღუდგინა

30 აპრილი, 2013

საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) სამეურვეო საბჭომ 29 აპრილის გადაწყვეტილებით, მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ბარათაშვილს უფლებამოსილება აღუდგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მაუწყებელის ვებ-გვერდზეაატვირთული. აქვე აღნიშნულია, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ბარათაშვილის განცხადება 24 აპრილს დააკმაყოფილა და მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მისი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა დაავალა.

ბარათაშვილის თანამდებობაზე აღდგენას მხარი საბჭოს 8 წევრმა - მამუკა ფაჩუაშვილმა, დავით კანდელაკმა, ზურაბ დავითაშვილმა, ემზარ გოგუაძემ, ავთანდილ ანთიძემ, ნატალია დვალმა და ლევან გახელაძემ დაუჭირა. ამისა მიუხედავად, შესაძლოა, სამეურვეო საბჭომ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს. ლევან გახელაძის თქმით, გადაწყვეტილების გასაჩივრება დამოკიდებული იქნება სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე, საიდანაც საბჭო მიიღებს დასაბუთებულ ინფორმაცია, თუ რა მოტივით იხელმძღვანელა სასამართლომ და იყო თუ არა, პროცედურული შეცდომა, ან სხვა სახის დარღვევა.

"ჩემი აზრით, მოსამართლემ საქმე არსებითად არ განიხილა, მიუდგა ზერელედ და გამოიტანა ზერელე განაჩენი. საქმის არსებით განხილვაზე მოსამართლემ არ გამოიძახა სამეურვეო საბჭოს არცერთი წევრი, რათა მოესმინა ჩვენი მოტივაციისთვის“, - განაცხადა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ Media.Ge-სთან საუბრისას.

გიორგი ბარათაშვილი სამეურვეო საბჭომ 2013 4 მარტს გაათავისუფლა თანამდებობიდან. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი 15 აპრილს სრულად დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის  სარჩელი - ბათილად ცნო მისი თანამდებობიდან  გადაყენების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება და ის თანამდებობაზე აღადგინა.

სასამართლომ, საზოგადოებრივ  მაუწყებელს იმ თანხის ანაზღაურება დააკისრა, რასაც  ბარათაშვილი მიმდინარე წლის 4 მარტიდან თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდში ხელფასის სახით მიიღებდა.

გელა ბოჩიკაშვილი, Media.ge

ახალი ამბები