კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის რაიონულ სასამართლოში დავით ადეიშვილის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს

2 მაისი, 2013

მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

თელავის რაიონულ სასამართლოში გრძელდება საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ძმის,  დავით ადეიშვილის  საქმის არსებითი განხილვა. 30 აპრილს გამართულ სხომაზე ბრალდების მხარემ მოწმის სახით  დაზარალებლი იოსებ გოცირიძე წარმოადგინა.  მისი თქმით, მასზე  და მის თანამშრომლებზე დავით ადეიშვილის მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა და  აიძულებდა მათ, რომ უარი ეთქვათ თელავის აგრარული ბაზრის შესყიდვაზე.

"ადეიშვილთან ავედით კაბინეტში, რომ დაგვინახა გაიცინა და გვითხრა - რაო, ბაზარი თქვენ გინდათო? თქვენი აზრით, ქალაქის ცენტრში  მაგხელა ადგილს  დაგითმობთ? თუ მაგ ბაზარს ხანგოშვილს არ მიჰყიდით ხომ იცით ჩემი ძმა სადაც მუშაობს და ის მოგხედავთო. მოგსპობთ, თელავში ვეღარ იცხოვრებთო. მაშინდელი კახეთის გუბერნატორი,  პეტრე ცისკარიშვილიც იქ იყო და უსმენდა ჩვენს საუბარს. მას ხმა არ ამოუღია, მაგრამ ადეიშვილს თავის ქნევით ეთანხმებოდა". - აღნიშნა მოწმემ სასამართლო პროცესზე.

შეგახსენებთ, რომ დავით ადეიშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშია ბრალდებული. პროკურატურის ინფორმაციით, 2005 წელს, კახეთის გუბერნატორის მოადგილედ მუშაობისას, დავით ადეიშვილმა აიძულა თელავის ბაზრის მესაკუთრეები, წილი ჯაბრაილ ხანგოშვილის სასარგებლოდ დაეთმოთ. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. ოფიციალური ინფორმაციით, ის მიმალვაში იმყოფება და მასზე ძებნაა გამოცხადებული.

დავით ადეიშვილის საქმესთან დაკავშირებით მორიგი სასამართლო სხდომა 21 მაისს 12 საათზე გაიმართება.

ახალი ამბები