კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს რეფორმაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

2 მაისი, 2013

www.civil.ge 

პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას განსაზღვრავს, პრეზიდენტის ვეტო  91 ხმით 26-ის წინააღმდეგ დაძლია.

პარლამენტმა ასევე დაძლია ვეტო იმ კანონპროექტებზეც, რომლებიც საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებიდან გამომდინარეობს. ყველა ამ კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას 91 დეპუტატმა ანუ მინიმალურად საჭირო 89 ხმაზე მეტმა დაუჭირა მხარი.

ამ პროცედურის შემდეგ პრეზიდენტს ხელახლა გადაეგზავნება პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტები ხელმოსაწერად და თუ ის ამას შვიდ დღეში კვლავ არ გააკეთებს, მაშინ ამ დოკუმენტებს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს  ხელს, რასაც მათი ამოქმედება მოჰყვება.

პარლამენტმა ეს საკანონმდებლო პაკეტი სამ თვეზე მეტის ხნის განმავლობაში მიმდინარე განხილვების შემდეგ 5 აპრილს მიიღო, ხოლო პრეზიდენტმა ვეტოს უფლება 23 აპრილს გამოიყენა.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნებს 1 მაისს გამართული კენჭისყრის დროს 29 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 82 წინააღმდეგი წავიდა.

პრეზიდენტი თავის შენიშვნებში აპელირებდა ვენეციის კომისიის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უწყვეტობა უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი.

თუ პარლამენტის მიერ მიღებული ვარიანტის თანახმად, იუსტიციის საბჭოს 15 მოქმედი წევრიდან იმ 13 წევრის შეცვლაა გათვალისწინებული, რომელთა ამჟამინდელი წევრობაც დაგეგმილ ახალ კრიტერიუმებს არ შეესაბამება; პრეზიდენტის შენიშვნები ითვალისწინებდა 9 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას. სხვა შენიშვნებთან ერთად, პრეზიდენტის წინადადება ასევე მოიცავდა, მისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთი წევრის დანიშვნის უფლებამოსილების შენარჩუნებას (ამჟამად პრეზიდენტს ორი წევრის დანიშვნის უფლება აქვს) იმ მოტივით, რომ 2013 წლის ბოლოს ასამოქმედებელი საკონსტიტუციო დებულებები პრეზიდენტს საბჭოში წევრის დანიშვნის უფლებას ანიჭებს.

ქართულმა ოცნებამ უარყო პრეზიდენტის ეს შენიშვნები, რომელთა მიზანიც, მათი განცხადებით, სასამართლო ხელისუფლებაზე „გავლენის შენარჩუნება“ იყო. თავის მხრივ, ნაციონალურმა მოძრაობამ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ახალი ხელისუფლება იუსტიციის საბჭოში დაგეგმილი ცვლილებების გზით სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენის მოპოვების მცდელობაში.

ეს უკვე მეორე პრეცედენტია ახალი მოწვევის პარლამენტში, როცა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა ხდება. დეკემბერში პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტის შენიშვნები ამნისტიის კანონთან დაკავშირებით.

კიდევ ერთ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებულ ცვლილებებს უკავშირდებოდა და რომელსაც პრეზიდენტმა ასევე დაადო ვეტო, დეპუტატებმა არც პრეზიდენტის შენიშვნები გაითვალისწინეს და არც მათ მიერ მიღებულ ვარიანტს დაუჭირეს ხელახლა მხარი.

• ბრალდებულს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევის თავისუფლება შეუნარჩუნდა

პარლამენტის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ძალაში დარჩება კანონის არსებული რედაქცია, რომლის მიხედვითაც, ბრალდებული თავად გააკეთებს არჩევანს მისი საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა თუ მოსამართლემ.

ახალი ამბები