კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თენგიზ გუნავას საქმეზე სამედიცინო ექსპერტი დაიკითხა

2 მაისი, 2013

სალომე ჩხეიძე

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო  ექსპერტიზის ექსპერტი პაატა ჯიბლაძე,  იმ ეპიზოდთან დაკავშირებით დაიკითხა, რომლშიც შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსს, თენგიზ გუნავას თავისი მძღოლის, კახაბერ იზორიას დაჭრა ედება ბრალად.

როგორც ჯიბლაძემ დაკითხვისას განაცხადა, 2012 წლის 21 ნოემბერს მან სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარა კახაბერ იზორიას, რომელსაც მარჯვენა ფეხზე  ჭრილობის ნაწიბური ჰქონდა დარჩენილი.

”პიროვნების დათვალიერების შემდეგ მოვითხოვე სამედიცინო დოკუმენტები, თუმცა იზორიას ის არ გააჩნდა.  როდესაც ვკითხე თუ როდის მიიღო აღნიშნული დაზიანება, მან განმიცხადა, რომ ზუგდიდის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 2012 წლის 1 აპრილს  მოესმა გასროლის ხმა, რა დროსაც იგრძნო ტკივილი ფეხის არეში. პირველადი დახმარებისთვის მიმართა გორის სამხედრო ჰოსპიტალს, სადაც სამედიცინო დოკუმენტები არ გაუფორმებიათ. ჩემ მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ნაწიბურები წარმოადგენს ჭრილობის შეხორცების კვალს. დროის გასვლის გამო ზუსტად ვერ დადგინდა რა იარაღით იქნა მიყენებული აღნიშნული ჭრილობა, თუმცა ექსპერტიზა არ გამორიცხავს, რომ ეს ცეცხლსასროლი იარაღის შედეგად იყოს მიყენებული.” - აღნიშნა მოწმემ.

სასამართლო სხდომაზე სხვა ეპიზოდის შესახებაც დაიკითხნენ მოწმეები.  შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო-ორგანიზაციული დეპარტამენტის თანამშრომლები ოთარ ბაზაძე, პაატა ელბაქიძე და მიხეილ ამირანაშვილი იმ ბრალდების შესახებ დაიკითხნენ, რომლის მიხედვითაც გუნავას შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი 30 000 $-ისა და 3 ტონა საწვავის უკანონო მითვისებაში ედება ბრალი.

მოწმეებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული ქმედება მათ კანონის დაცვით განახორციელეს. მათ მიიღეს სიტყვიერი განკარგულება, უფროსობისგან, რის საფუძველზეც გენერალური ენსპექციის სახელზე გასცეს აღნიშნული მატერიალური საკუთრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრული პოლიციის საფინანსო დეპარტამენტისმოქმედმა უფროსმა, მიხეილ ამირანაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული ბრძანების გამოცემის მოთხოვნით, რითიც მოხდა გუნავას სახელზე საწვავის გაცემა, მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელ მოადგილეს ეკა ზღულაძეს.

შეგახსენებთ, რომ  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ბრალად სამასხურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, სხვისი ქონების მითვისება და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება ედება.

ახალი ამბები