კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპროტესტო აქცია პირადი ცხოვრების უფლებების დარღვევის წინააღმდეგ

7 მაისი, 2013

www.media.ge

სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებლებმა 4 მაისს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის ყოფილი შენობის წინ პირადი ცხოვრების უფლებების დარღვევა გააპროტესტეს. საპროტესტო აქციის შესახებ Facebook-ში შეიქმნა ჯგუფი სახელწოდებით „აღარ გვინდა კადრები!“

აქციის ჩატარების მიზეზი 3 მაისს ინტერნეტით გავრცელებული 30 წუთიანი ვიდეო კლიპია, სადაც 3 ადამიანის პირადი სქესობრივი ცხოვრება იყო ასახული. კადრებში სახეები არ იყო დაფარული და მოქმედი პირების იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო. დასახელებული იყო ერთ-ერთი მოქმედი პირის ვინაობაც.

ამ ფაქტს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრს მოქალაქე გიორგი ფარესაშვილის საქმე პირად კონტროლზე აჰყავს და პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტს გამოიძიებენ. 

გავრცელებული ვიდეო გარკვეული პერიოდის შემდეგ ინტერნეტში დაიბლოკა, თუმცა ინტერნეტმომხმარებლების გარკვეულმა ნაწილმა მისი ნახვა მოასწრო.

ორგანიზაცია „იდენტობას“ განცხადებით, უკვე მეორედ მოხდა, როცა საქართველოში მედიითა და ინტერნეტით გავრცელდა ისეთი ვიდეომასალები, რომლებიც ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის უფლებას არღვევენ. პირველად ასეთი მასალა გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა. თუმცა მაშინ მოქმედი პირების სახეები დაფარული იყო.

„იმისთვის რომ საქართველოში სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს სქესობრივი ცხოვრების ამსახველი მასალების კომპრომატებად გამოქვეყნების პრაქტიკა, მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე. გვესმის, რომ ეს აქცია ვერ აღმოფხვრის საქართველოში ჰომოფობიის პრობლემას, ვერც სექსუალობაზე ტაბუს დაძლევს და ვერც დამატებით ინსტრუმენტებს შეიმუშავებს, რომელიც ხელისუფლებას უფრო ქმედითი პრევენციული ნაბიჯების  გადადგმას აიძულებდა. მიუხედავად ამისა, აქციაში თქვენი მონაწილეობა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ გაიგოს და გააცნობიეროს, რომ მოქალაქეთა მცირე ნაწილი მაინც ემიჯნება სქესობრივი ცხოვრების ამსახველი კადრების ფარული და საჯარო გამოქვეყნების ამორალურ პრაქტიკას.“ - აღნიშნულია „იდენტობის“ მიერ გავრცელებულ წერილში.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა სტუდია „ობიექტივის“ ჟურნალისტის, გიორგი ფარესიშვილის კომენტარი, სადაც ის აღნიშნავს, რომ ვიდეო არის ფაბრიკაცია. ამ ვიდეოს გავრცელებას ფარესიშვილი მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.

ფარესიშვილი აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ის სისტემატურად ამხელდა სამ პიროვნებას, კერძოდ, გია ხუხაშვილს, შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძესა და გენერალური პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილს.

ფარესიშვილი აცხადებს, რომ ის მუშაობდა მასალებზე, საიდანაც ზემოთჩამოთვლილი პირების ბიზნესინტერესები იკვეთებოდა.

"რაც შეეხება "ხუხაშვილი-ხვედელიძე-ნაცვლიშვილის კლანს", მათ ბიზნესები გადაიფორმეს ვანო მერაბიშვილის კლანისგან. მე 2006 წლიდან აქტიურად ვებრძოდი "ნაციონალურ მოძრაობას" და ამ კლანსაც კი არ მოსვლია თავში ასეთი რამ. მათაც კი არ უკადრებიათ ეს", – განაცხადა ფარესაშვილმა.

ახალი ამბები