კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბრალდებულს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევის თავისუფლება შეუნარჩუნდა

7 მაისი, 2013

www.civil.ge 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე არც პრეზიდენტის ვეტო იქნა დაძლეული და არც ის ვარიანტი იქნა ხელახლა მხარდაჭერილი, რომელიც პარლამენტმა 5 აპრილს მიიღო და რომელიც ბრალდებულს ართმევდა არჩევანის თავისუფლებას.

კენჭისყრისას პრეზიდენტის შენიშვნებს 24-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 81 წინააღმდეგ წავიდა; ხოლო ვეტოს დაძლევას 4-მა პარლამენტარმა მისცა ხმა 25-ის წინააღმდეგ.

პარლამენტის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ძალაში დარჩება კანონის არსებული რედაქცია, რომლის მიხედვითაც, ბრალდებული თავად გააკეთებს არჩევანს მისი საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა, თუ მოსამართლემ და მას ამისთვის პროკურორის თანხმობა არ სჭირდება.

პრეზიდენტმა ამ კანონპროექტს ვეტო 23 აპრილს დაადო და ერთ-ერთ არგუმენტად მოიყვანა სამოქალაქო საზოგადოების უარყოფითი შეფასებები ამ ინიციატივის მიმართ.

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ, სადაც აზრთა სხვადასხვაობა იყო კანონპროექტის მიღების დროსაც და მასზე ვეტოს დაძლევის საკითხთან მიმართებაშიც,  საბოლოო გადაწყვეტილებით, მესამე ალტერნატივა აირჩია და უარყო როგორც პრეზიდენტის ვეტო, ისე მის მიერვე მიღებული ცვლილებები.

ნაციონალური მოძრაობა მიესალმა ამ გადაწყვეტილებას განაცხადა რა, რომ ფაქტობრივად, ამ ნაბიჯით უმრავლესობამ გაიზიარა პრეზიდენტის შენიშვნები.

იანვარში პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლითაც ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების მიმართ გააფართოვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა. მაშინ ამ ცვლილებებს დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან მხარი  იმ პირობით დაუჭირეს, რომ ბრალდებულს შეუნარჩუნდებოდა თავისუფლება აერჩია ნაფიცი მსაჯულები ან მოსამართლე.

მარტში ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმის წინასასამართლო სხდომაზე, ახალაიამ და მასთან ერთად სხვა ბრალდებულებმა ისარგებლეს კანონით მათთვის მინიჭებული უფლებით და საქმის  მოსამართლის მიერ განხილვის სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი მაშინ, როცა ბრალდების მხარე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ითხოვდა.

ბაჩო ახალაიას და სხვა ბრალდებულთა ადვოკატების განცხადებით, იმ ფონზე, როცა მათი დაცვის ქვეშ მყოფთა მიმართ მოქმედი ხელისუფლების ძალისხმევით უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბდა, მაღალი ალბათობა არსებობდა იმისა, რომ ნაფიც მსაჯულებს მიკერძოებული ვერდიქტი გამოეტანათ.

ახალი ამბები