კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

Freedom House: პროგრესის მიუხედავად, მედია საქართველოში კვლავ “ნაწილობრივ თავისუფალია”

7 მაისი, 2013

მსოფლიოში პრესის თავისუფლების შესახებ Freedom House-ის ყოველწლიურ კვლევაში საქართველოს რეიტინგი ზედიზედ მეოთხე წელია უმჯობესდება, თუმცა ქვეყანა კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალის“ კატეგორიაში რჩება.

კვლევაში „პრესის თავისუფლება 2013“, რომელიც 2012 წლის მონაცემებს ეყრდნობა და 197 ქვეყანას ფარავს, საქართველოს 96–ე ადგილი უკავია, რომელსაც ის ალბანეთთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, კომოროსთან, ჰაიტისთან, ინდონეზიასთან, კოსოვოსთან, ლესოტოსთან და სიერა ლეონესთან იყოფს.
ახალ კვლევაში საქართველოს 49 ქულა ენიჭება.

წინა ანალოგიურ კვლევაში, რომელიც 2011 წლის მონაცემებს ეყრდნობოდა, საქართველოს 111–ე ადგილი ეკავა  52 ქულით.

კვლევა თითოეულ ქვეყანას ანიჭებს ქულას 0-დან 100-მდე შკალაზე. ქვეყნები, რომლებსაც ენიჭებათ 0-დან 30-მდე ქულა, ხვდებიან ”თავისუფალი” მედიის მქონე ქვეყანათა კატეგორიაში; 31-დან 60-მდე - ”ნაწილობრივ თავისუფალში”; 61-დან 100-მდე - ”არათავისუფალში”.

„ყველაზე მნიშვნელოვანი რიცხობრივი გაუმჯობესება რეგიონში [ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა/ევრაზია] კავკასიაში მოხდა. საქართველოში, რომელმაც 52 ქულიდან 49 ქულაზე გადაინაცვლა, ეს ცვლილება გამოიწვია გაზრდილმა პოლიტიკურმა მრავალფეროვნებამ სატელევიზიო ბაზარზე, მათ შორის ტელეკომპანია „იმედის“ წინა მფლობელისთვის დაბრუნების გზით“ 2012 წლის 1 ოქტობრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნათქვამია ანგარიშში.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები