კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების თხოვნით მიმართეს

13 მაისი, 2013

013 წლის 7 მაისს სახალხო დამცველს, ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა, სპეცოპერაციის შედეგად დაღუპულთა ცხედრებისთვის ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების თხოვნით მიმართეს.
 
სახალხო დამცველი, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრების თხოვნის საფუძველზე შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა 2012 წლის აგვისტოს ბოლოს ყვარლის რაიონში, ლოპოტის ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილთა ცხედრებს ჩაუტარდეთ დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზა.

სახალხო დამცველს ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის უსასყიდლოდ ჩატარების თაობაზე თანხმობა განუცხადა ერთ-ერთმა ცნობილმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა.

 სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ფორმალური მიზეზებით არ მოხდება ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შეყოვნება/ან ხელის შეშლა და მთავარი პროკურატურისა და შსს-ს თანამშრომლები ყოველმხრივ შეუწყობენ ხელს ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას. 

www.ombudsman.ge

ახალი ამბები