კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი განაგრძობს 2012 წლის აგვისტოს ბოლოს ჩატარებული ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაციის ფაქტის შესწავლას

13 მაისი, 2013

www.ombudsman.ge 

 2012 წლის აგვისტოს ბოლოს ჩატარებული ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაციის შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველი შეხვდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ჩეჩნეთიდან ლტოლვილებსა და ჩეჩენთა დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებმაც დაადასტურეს სახალხო დამცველის 2012 წლის საპარლამენტო მოხსენებაში ლაფანყურის სპეცოპერაციის თაობაზე გადმოცემული ინფორმაციის სიზუსტე.

ამის პარალელურად სახალხო დამცველს საყურადღებო ინფორმაცია მიაწოდა არაერთმა პირმა, მათ შორის ძალოვანი უწყებების ყოფილმა თანამშრომლებმა, რომლებიც ასევე ადასტურებენ ლაფანყურის სპეცოპერაციის თაობაზე სახალხო დამცველის მიერ 2012 წლის საპარლამენტო ანგარიშში გადმოცემულ ფაქტებს.

ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სხვადასხვა წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაციების მიხედვით ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების საქართველოში ჩამოყვანა, მათი წვრთნა და აღჭურვა ხდებოდა საქართველოს ძალოვანი უწყებების ცალკეული მაღალი რანგის თანამდებობის პირების თანხმობით, მონაწილეობითა და ხელშეწყობით.
სახალხო დამცველი განაგრძობს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლას და საზოგადოებას მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას. 

ახალი ამბები