კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თურქმენეთში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი დააკავეს

14 მაისი, 2013

ადგილობრივმა პოლიციამ რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურის კორესპონდენტი როვშან იაზმუჰამედოვი დააკავა. როგორც ჟურნალისტის დედამ, ფარჩა იაზმუჰამედოვამ უთხრა რადიო თავისუფლებას, მისი შვილი 6 მაისს, შუადღის შემდეგ აღარ დაბრუნებულა სახლში. მოგვიანებით დამირეკა პროკურორმა და შემახვედრეს როვშანს, მაგრამ მის დაპატიმრების თაობაზე პოლიციაში არავითარი განმარტება არ მოუციათ.

30 წლის როვშან იაზმუჰამედოვი, რომელიც 2012 წლის სექტემბრიდან მუშაობს რადიო თავისუფლებაში, ორშაბათს თურქმენეთის ქალაქ თურქმენაბათში დააკავეს. ჟურნალისტის ახლობლები ამბობენ, რომ როვშან იაზმუჰამედოვი უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა წარსულში არაერთგზის დაკითხეს და მის სახლთან პოლიციამ თვალთვალიც კი დააწესა. თურქმენეთი მსოფლიოს ყველაზე უფრო კარჩაკეტილ ქვეყნად ითვლება. მედიის ყველა საშუალება სახელმწიფო მხრიდან კონტროლდება და დიდი სიძნელეს წარმოადგენდეს ინფორმაციის გარედან მიღება.

www.media.ge 

ახალი ამბები