კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ავღანეთში მომხდარი მსხვერპლიანი თავდასხმისას 27 ქართველი სამხედრო დაშავდა

15 მაისი, 2013

www.civil.ge 

ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ქართულ ბაზაზე 13 მაისს მსხვერპლიანი ტერორისტული  შეტევის დროს 27 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, იტყობინება საქართველოს თავდაცვის უწყება.

ამავე ცნობით, დაშავებული ჯარისკაცებიდან 10 სამხედრო მოსამსახურე დღეს თავისი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.

თავდასხმას, რომელიც თავდაცვის სამინისტროს განცხადებით „ყველაზე მასშტაბური“ იყო, სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, რამაც 2009 წლიდან საქართველოს მისიაში ჩართვის შემდეგ ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა რაოდენობა 22-მდე გაზარდა.

სააგენტო Reuters-ი ქაბულში დასავლელ სამხედრო ოფიციალურ პირზე დაყრდნობით 13 მაისს იტყობინებოდა, რომ თავდასხმის შედეგად “ორი ქართველი დაიღუპა ადგილზე, ხოლო მესამე მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა”.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 14 მაისს გამართულ მორიგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „მიულოდნელ თავდასხმას“ საქართველოს „საუკეთესო“ სამხედრო მოსამსახურეები ემსხვერპლნენ: კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა, რომლებიც „მათი გმირობისთვის წარდგენილები არიან ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე“.

სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ბაზაზე, სადაც თავდასხმა განხორციელდა, უსაფრთხოების საგანგებო ზომებია მიღებული და ქართველი სამხედროები სრულად აკონტროლებენ ვითარებას მათი პასუხისმგებლობის ზონაში.

ახალი ამბები