კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს გირაოს გადახდა შეეფარდა

16 მაისი, 2013

გელა ბოჩიკაშვილი, www,media.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 მაისს არ დააკმაყოფილა პროკურატურის შაუმდგომლობა  ყოფილი შსს მინისტრის პირველი მოადგილის, გელა ხვედელიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ.   ბრალდებულს,  საპატიმრო უზრუნველყოფით, დაეკისრა გირაოს გადახდა  5000 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული  ინფორმაციის თანახმად, გელა ხვედლიძე გირაოს თანხის სრული მოცულობით  გადახდისთანავე გათავისუფლდება პატიმრობიდან.

როგორც სასამართლო განმარტავს,  გირაოს შეფარდებისას  სასამართლომ  მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება  ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, ამასთან, „პროკურორის მიერ სათანადოდ ვერ იქნა დასაბუთებული ყველაზე უფრო მკაცრი სახის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა.“

2013 წლის, 12 მაისს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გელა ხვედელიძის დაკავების  შესახებ განაცხადა. მინისტრის განცხადებით  ხვედელიძე  მხილებულია ქართველი  ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული  კადრების ინტერნეტით გავრცელებაში. 

ღარიბაშვილმა დასძინა, რომ წინა  ხელისუფლების დროს ჩაწერილი ამ და სხვა კადრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა სხვა თანამდებობის პირებთან ერთად,  მინდობილი ჰქონდა  გელა ხვედელიძეს.

ახალი ამბები