კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა

17 მაისი, 2013
 
 
ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი, 
რუსუდან გოგოლაძე

გასულ კვირას, ცენტრალური მედიასაშუალებებით საზოგადოებამ რუსთავში ცხელ კვალზე გახსნილი დანაშაულის შესახებ  შეიტყო.   ჩვენი კოლეგები ტელესიუჟეტებში ყვებოდნენ, რომ რუსთავში დავით გარეჯის ქუჩაზე მაღაზიის დაყაჩაღება ადგილზევე აღიკვეთა. აცხადებდნენ, რომ დაიჭრა ერთ-ერთი დაყაჩაღებული და სუპერმარკეტში მყოფი მოქალაქე.

ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი დაინტერესდა, რა ვითარებაში დაშავდა დაყაჩაღობისას მაღაზიაში მყოფი მოქალაქე.

 დაჭრილი სამოქალაქო პირი და მაღაზიის გამყიდველი იხსენებს, რომ ყაჩაღები ცეცხლსასროლი იარღით არ იყვნენ შეიარაღებულები მათ, მხოლოდ, დანები ჰქონდათ. დაზარალებული მოქალაქის თქმით, რომელიც შრომის უნარიანი ყველაზე კარგ შემთხვევაში თვე-ნახევრი  ვერ იქნება, ამბობს, რომ პოლიციამ სროლა გაფრთხილების გარეშე დაიწყო. 

მარკეტ "გარეჯი"-ს თანამშრომელი დაყაჩაღების და ნათესავის, ამირან შუკაკიძეს დაჭრის ფაქტს იხსენებს:

" 28 აპრილს, ღამის 9 საათისთვის, მაღაზიაში 2 ახალგაზრდა შემოვიდა, რომლებმაც დანის მუქარით სცადეს ჩვენი დაყაჩარება. ფაქტს სრულიად შემთხვევით შეესწრო ჩემი შვილის მეუღლე და მათი განიარაღება სცადა. ადგილზე მოვიდა საპატრულო ეკიპაჯიც, რომელთა მიერ განხორციელებული სროლის შედეგად დამყაჩაღებელიც და ჩემი სიძეც ფეხის არეში დაიჭრნენ",- განაცხადა ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალთან საუბრისას სვეტლანა კვაჩოვამ.

ფაქტს დაზარალებული ამირან შუკაკიძეც იხსენებს:
"იმ საღამოს მე და ჩემი მეუღლე მაღაზიასთან ახლოს ვიყავით, როდესაც ყვირილი გავიგონეთ და მაღაზიაში დანით შეიარაღებული პირები შევნიშნეთ. მათთან გამკლავებას ჩემივე ძალებით შევეცადე, თუმცა ადგილზე მალევე მოვიდა საპატრულოც, რომელმაც გაფრთხილების გარეშე 3 გასროლა განახორციელა. ერთი ტყვია ყაჩაღს მოხვდა, ხოლო 2 მე. შედეგად ორივე ფეხის არეში  მივიღე ცეცხლნსასროლი ჭრილობა და თვე-ნახევრის განმავლობაში მომიწევს შესაბამისი მკურნალობის კურსის გავლა, რომლის ხარჯებსაც, როგორც მითხრეს სახელმწიფო დაფარავს " -აღნიშნა დაზარალებულმა შუკაკიძემ.  მისივე თქმით, შესაძლოა საპატრულოს თანამშრომლებს ისიც ყაჩაღური დაჯგუფების წევრი ეგონათ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს თავად შინაგან საქმეთა სამინისტროც, თუმცა უწყების განცხადებაში დაჭრილი მოქალაქის, ამირან შუკაკიძის შესახებ არფაერია ნათვქვამი.

,,ბრალდებულები რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე, მარკეტ „გარეჯში" შეიჭრნენ და ცივი იარაღის  მუქარით  გამყიდველს ფული მოსთხოვეს. სამართალდამცველებმა ორი  ბოროტმოქმედი შემთხვევის  ადგილზე, ხოლო  დანარჩენი ორი  - მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებისას, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისას ერთ-ერთი  თავდამსხმელი გიორგი ვ. ფეხის არეში  დაიჭრა. გამოძიება ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" პუნქტებით,  რაც 6-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს", - ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  გავცელებულ განცხადებაში.

ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალის რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-ს მხრიდან დამატებითი ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა. 


ახალი ამბები