კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს

17 მაისი, 2013
 
შინაგან საქმეთა სამინისტრო სხეულზე სატარებელი 2900 ვიდეოსამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს. შესაბამისი სატენდერო განცხადება კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. 

ვიდეოსამეთვალყურეო კამერების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 131 000 ლარს შეადგენს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თითოეული კამერა 40-მდე ტექნიკურ პარამეტრს უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის - ჩანაწერის თითოეული ფაილის ხანგრძლივობა სტანდარტულ სიტუაციაში 30 წუთი უნდა იყოს; უნდა ჰქონდეს უნიკალური კოდის მქონე რადიოსიხშირული დისტანციური მართვის პულტი, მოქმედების მანძილი მინიმუმ 10 მეტრი, აღჭურვილი მინიმუმ 3 ღილაკით (ფოტოგადაღება, ვიდეოჩაწერის დაწყება, ვიდეოჩაწერის გაჩერება), ასევე უნდა ჰქონდეს დიქტოფონის რეჟიმი, არანაკლებ 32 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება და დავარდნისგან დაცვა. 

კამერის წონა აქსესუარების გარეშე არ უნდა აღემატებოდეს 100 გრამს და უნდა მოყვებოდეს ქამარზე სამაგრი, სამხრეზე (პაგონზე) სამაგრი, ჩანთა, პლასტმასის ჩემოდანი, AV კაბელი, USB კაბელი და დამტენი.

სატენდერო წინადადებების მიღება 24 მაისს დაიწყება და 29 მაისს დასრულდება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები