კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს

17 მაისი, 2013

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა გლდანის დაწესებულებაში მოინახულა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფი შვიდი პირი. ყველა მათგანთან დეტალური გასაუბრების საფუძველზე მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხი, რომელიც საგამოძიებო ორგანოებისა და საზოგადოების ყურადღებას საჭიროებს.

პატიმრობაში მყოფი პირებიდან ოთხი აცხადებს, რომ ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვის დროს, პროკურორ შოთა რიჟამაძისა  და გამომძიებლების მხრიდან მათზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკითხვა იწყებოდა საღამოს საათებში და გრძელდებოდა ზოგჯერ 8 საათის განმავლობაშიც კი. პატიმრობაში მყოფი პირების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ მოდულის შენობაში დიდი ხნის განმავლობაში უწევდათ ყოფნა, უშუალოდ დაკითხვის პროცესი მხოლოდ საათი ან საათნახევარი გრძელდებოდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანის დაკითხვა მოწმის სტატუსით და ადვოკატის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობდა. პატიმრობაში მყოფმა პირებმა საქმეში მონაწილე პროკურორის შ. რიჟამაძის მხრიდან ზეწოლაზე სასამართლოს წინაშეც განაცხადეს და მისი საქმიდან აცილებაც მოითხოვეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.  ასევე, უცნობია მოჰყვა თუ არა რაიმე რეაგირება დაკავებული პირების მიერ ზეწოლასთან დაკავშირებულ განცხადებებს. 

მიგვაჩნია, რომ დაპატიმრებულ პირებზე ზეწოლისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს. ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ პირის მოწმის სტატუსით დაკითხვისას, მითუმეტეს, როდესაც აღნიშნულ ჩვენებას შესაძლოა პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყება მოჰყვეს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადვოკატის მონაწილეობა. საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის იძულება კი სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი ძირითადი უფლების დარღვევას წარმოადგენს. 

საქმის რეზონანსულობისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისათვის ცნობილი უნდა გახდეს. 

საია სასამართლო პროცესების მონიტორინგს განახორციელებს.

ახალი ამბები