კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს

17 მაისი, 2013
გუშინ, წალკიდან დაბრუნებულმა ეკომიგრანტებმა ბათუმის მერიასთან აქცია გამართეს. სამარშუტო ტაქსები, რომლითაც ისინი ბათუმში დაბრუნდნენ, „სითი პარკმა“ 10-10 ლარის ოდენობით დააჯარიმა. მათი მოთხოვნა აღნიშნული ჯარიმის გაუქმება იყო. 
ეკომიგრანტების თქმით, მათი აქცია აჭარის მთავრობის შენობასთან ნებადართული იყო და იმ ტერიტორიაზე სამარშუტო ტაქსების გაჩერების უფლება საპატრულო პოლიციამ დართო. მას შემდეგ რაც მათ ჯარიმის შესახებ შეიტყვეს, აჭარის მთავრობის სახლიდან აქციით მერიასთან გადაინაცვლეს.

„ბათუმში დახმარების  სათხოვნელად ჩამოვედით.  წალკაში, იმ სახლებში რომელშიც ვცხოვრობდით, ბერძნები დაბრუნდნენ. დახმარების ნაცვლად მანქანებზე ათლარიანი ჯარიმები აგვიკრეს. მაშინ როცა პატრულმა დაგვაყენა იქ. რა გამოვიდა, ერთმა დაგვაყენა, მეორემ დაგვაჯარიმა. რა ვქნათ, არ ვიცით. მერიას ვთხოვთ  გაგვიუქმოს ეს ჯარიმა,  ანდა კეთილი ინებოს და თვითონ გადაიხადოს. 9 მანქანა დააჯარიმეს, ჯამში 90 ლარია,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მევლუდ ვაშაყმაძემ.

აქციის შემდეგ, ბათუმის საკრებულოს იურისტმა სულიკო შვენთიძემ განაცხადა, რომ  საკრებულომ გაითვალისწინა აქციის მონაწილეთა სოციალური მდგომარეობა და ჯარიმები გააუქმა.

აღსანიშნავია რომ ბათუმში პარკირება ფასიანია. ეკომიგრანტების ავტომანქანებს კი პარკირების საფასური გადახდილი არ ჰქონდათ. 

მაკა მალაყმაძე

ახალი ამბები