კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წალკაში მცხოვრები ეკომიგრანტები უსახლკაროდ დარჩნენ

20 მაისი, 2013

მაკა მალაყმაძე, აჭარა

16 სამარშრუტო ტაქსით წალკიდან აჭარაში ეკომიგრანტები ორი დღის წინ დაბრუნდნენ.ისინი სტიქიის გამო, ხულოსა და შუახევის რაიონებიდან წალკაში,  წლების წინ გადაასახლეს. ეკომიგრანტებს ის  სახლები, რომლებშიც ისინი წალკაში მთავრობამ ჩაასახლა, საკუთრებაში არ ჰქონდათ გაფორმებული. მათი დიდი ნაწილის მფლობელები, წლების წინ საბერძნეთში გადასახლდნენ. თუმცა ახლა  მეპატრონეები საბერძნეთიდან დაბრუნდნენ და  სახლები  უკან დაიბრუნეს. უსახლკაროდ დარჩენილმა აჭარელმა ეკომიგრანტებმა დახმარებისთვის აჭარის მთავრობას მიმართეს. ისინი ორი დღეა აჭარის მთავრობასთან აქციას მართავენ. ამ ეტაპზე, აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ  ქალაქს მათი ფართით დაკმაყოფილება არ შეუძლია.

„სახლებიდან გამოგვყარეს. ამ ეტაპზე 200 ოჯახი გამოგვასახლეს, 1000-მდე ოჯახს აგვისტოს ბოლომდე დაატოვებინებენ სახლებს“, - აღნიშნავს ეკომიგრანტმა მევლუდ ვაშაყმაძემ.

რამდენიმე დღის წინ ეკომიგრანტების ნაწილს აჭარის მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრა, რომელიც ორ საათს გრძელდებოდა, ეკომიგრანტებისთვის უშედეგოდ დასრულდა. რამდენიმე მათგანმა შეხვედრა დასრულებამდე პროტესტის ნიშნად დატოვა.

 „თავშესაფრის მოცემას ეს ხალხი ვერ დაგვპირდა, ვერ გვეხმარებიან და შეხვედრაზე რაღა მინდოდა”.  -  ამბობს თემურ მგელაძე, ეკომიგრანტი.

 „შეხვედრიდან უკმაყოფილო გამოვედი. ამ წლების განმავლობაში გაუსაძლის პირობებში გვიწევდა ცხოვრება. ახლა  კი, სააერთოდ უსახლკაროდ დავრჩით“.  - ამირან საგინაძე, ეკომიგრანტი:

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციის, „ბორჯღალოს“ ხელმძღვანელი ციალა ქათამაძეც ესწრებოდა.

 „ეკომიგრაციის პროცესში საქართველოში დაგროვდა პრობლემები, რომლებიც სასწრაფო გადაჭრას საჭიროებს. პირველ რიგში საჭიროა საკანონმდებლო ცვლილება, ცვლილებებია შესატანი, რომლითაც მოხდება ეკომიგრანტის სტატუსის განსაზღვრა და ამას მოყვება სტრატეგიის შემუშავება“. - ციალა ქათამაძეც.

აჭარის მთავრობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კობა ჩხეიძე აცხადებს, რომ აჭარის მთავრობა ეკომიგრანტების პრობლემის მოსაგვარებლად წალკის გამგეობასთან კომუნიკაციის დამყარებას შეეცდება.

წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტები პრობლემის კონკრეტულად გადაწყვეტამდე დაშლას არ აპირებენ.

ახალი ამბები