კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაუჩინარებული მოჯაჰედის დედა პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

21 მაისი, 2013

თამთა თვალავაძე

ადამიანის  უფლებათა  ცენტრი  ხელისუფლებას და საერთაშორისო  ორგანიზაციებს  მოუწოდებს, მაგამედ მაგამედოვის გაუჩინარების საქმით დაინტერესდეს.  მაგამედოვი საქართველოში დაღესტნიდან 2012 წელს შემოვიდა და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. ის თავშესაფრის მაძიებლად იყო დარეგისტირებული. მაგამედოვი 2013 წელს თბილისიდან გაუჩინარდა. მის შესახებ დღემდე არაფერია ცნობილი. ამ საკითხზე ადამიანის უფლებათა ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მაგამედოვის ადვოკატმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსმა ნინო ანდრიაშვილმა, საქმის არსის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა. პრესკონფერენციას გაუჩინარებულის დედაც ესწრებოდა, რომელიც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.

მაგამედ  მაგამედოვი საქართველოს ტერიტორიაზე 2012  წლსი  მაისში  დაღესტნიდან   შემოვიდა . მის  მიერ  საზღვრის  უკანონოდ გადმოკვეთა  ცნობილი იყო შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრისათავის. 2012  წლის 26 დეკმებრის განცხადებით მაგამედ  მაგამედოვმა საქართველოს  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს  მიმართა და თავშესაფარი ითხოვა, რადგან  როგორც თავად ამბობდა, რუსეთში  აღმსარებლობის  გამო იდევნობოდა.

მაგამედოვის მეუღლის, ქალიმან  ბაგდანის ინფორმაციით  მაგამედოვი სახლიდან  2013 წლის 19 აპრილს  დაახლოებით 12:40  წუთზე, მეგობრებთან  ერთად  ლოცვის აღასრულელად გავიდა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელის,  ალეკო ცქიტიშვილის თქმით კი,  ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, მაგამედოვი ძალოვანმა უწყებებმა რუსეთის ხელისუფლებას  გადასცეს.

ადვოკატ ნინო  ანდრიაშვილის  განცხადებით, მაგამედოვის საქმის გამოძიება ჭიანურდება:

„პროკურატურიდან პერიოდულად გვპასუხობენ, რომ  ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. თუმცა, ფაქტია რომ საქმის გამოძიება ძალიან ჭიანურდება“ - ამბობს ნინო ანდრიაშვილი.

ახალი ამბები