კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული

21 მაისი, 2013

სამართალდამცავებმა 17 მაისს თბილისის ცენტრში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირი დააკავეს პოლიციისადმი დაუმორჩლებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს შუაღამისას.

ოთხივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და  173-ე მუხლებით დააკავეს, რაც ჯარიმას ან 90 დღემდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

„17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. აღძრულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე“, – განაცხადა შსს–მ.

მთავარი პროკურორის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა 20 მაისს, რომ დიდი რაოდენობით მასალა არსებობს, მათ შორის ვიდეო ჩანაწერები, რომელსაც გამომძიებლების მიერ შესწავლა სჭირდება.

მისი თქმით, საზოგადოება დაინახავს, რომ კონკრეტული პირები დაისჯებიან ჩადენილი ქმედებებისთვის.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები