კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ 17 მაისის ძალადობის გამო დაკავებული პირები დააჯარიმა და გაათავისუფლა

22 მაისი, 2013

17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობასთან დაკავშირებით დაკავებულ ოთხ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ თითოეულს 100 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა დააკისრა ხულიგნობის გამო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

მოსამართლემ ოთხივე პირს, რომელთა შორის ერთი 16 წლის არასრულწლოვანი იყო,  პოლიციის დაუმორჩილებლობის შესახებ ადმინისტრაციული წესით თავდაპირველად წაყენებული ბრალი მოუხსნა. არცერთი მათგანი მოხსნილ ბრალთან დაკავშირებით თავს დამნაშავედ არ ცნობდა, თუმცა სამმა პირმა ხულიგნობის ნაწილში აღიარა, რომ მათი მხრიდან აქციის დროს ადგილი ჰქონდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას.

ბრალდების მხარე ორი დაკავებულისთვის 10 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობას, ხოლო დანარჩენი ორისთვის ჯარიმის შეფარდებას ითხოვდა.

ბრალდებულთა ადვოკატებმა სასამართლოს წარუდგინეს სამედიცინო დასკვნები იმის შესახებ, რომ ოთხივე მათგანს სხვადასხვა ტიპის დაზიანება ჰქონდა მიღებული აქციაზე, მათ შორის ერთს ფეხზე სამარშრუტო ტაქსმა გადაურა.

ოთხი პირი პოლიციამ 20 მაისს დააკავა, როგორც სასამართლოზე გაცხადდა, ვიდეო-მასალებსა და პოლიციელების მიერ მათი ამოცნობის შედეგად. 

შსს-ს განცხადებით, 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ასევე აღძრულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები