კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კანონპროექტი სასოფლო–სამეურნეო მიწების უცხოელებზე მიყიდვის შეჩერების ინიციატივის თაობაზე

31 მაისი, 2013
 
სივილ ჯორჯია

ქართული ოცნების ორმა დეპუტატმა პარლამენტში  წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც 2017 წლის 1 იანვრამდე უცხოელ მოქალაქეებზე სასოფლო–სამეურნეო მიწების მიყიდვის შეჩერების ინიციატივით გამოდის.

კანონპროექტის ავტორები არიან პარლამენტოს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი რესპუბლიკური პარტიიდან და დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე მრეწველთა პარტიიდან.

სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონში ცვლილების პროექტი გამოდის ინიციატივით, რომ 2017 წლამდე შეჩერდეს იმ მუხლის მოქმედება, რომელიც უცხოელ მოქალაქეებს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენის უფლებას ანიჭებს.

კანონპროექტის თანახმად, შეჩერება არ უნდა შეეხოს იმ მიწებს, რომლებიც უკვე არის უცხოელი მოქალაქეების მფლობელობაში. 

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობას დაევალება მიწის კადასტრის გაუმჯობესება და ექვს თვეში „სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიზნით“.  

დამტკიცების შემთხვევაში, კანონპროექტი შეაჩერებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების განხორციელების მზარდ ინტერესს, რასაც 2012 წლიდან ჰქონდა ადგილი ძირითადად ინდოელი ფერმერების მხრიდან. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის მანძილზე 2 000–ზე მეტი ინდოელი ფერმერი, რომლებიც ძირითადად არც ისე ძვირმა და ნაყოფიერმა მიწამ და ბიუროკრატიული პროცედურების ნაკლებობამ მოიზიდა, გადმოსახლდა საქართველოში, ძირითადად მის აღმოსავლეთ ნაწილში მიწის ნაკვეთების შეძენის შემდეგ.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია: „დღევანდელი მდგომარეობით, არსებობს მიწების არარაციონალურად გასხვისების რეალური საფრთხე, რამაც შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს სახელმწიფოს ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, გარემოსა დაცვასა და ქვეყნის უშიშროებაზე, ასევე შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზარალოს სოფლის ადგილობრივი მცხოვრებლები“.

საქართველოს სოფლის მოსახლეობა 46.8%–ს შეადგენს. სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მშპ–ში 10%–ზე ნაკლებია.

ევროკავშირის დაფინანსებით ცოტა ხნის წინ წარდგენილ ანგარიშში, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს აფასებს, ნათქვამია, რომ ქვეყნის სასოფლო–სამეურნეო შესაძლებლობები სუსტია, ხოლო წარმოება „უკიდურესად დაბალი“.

„ქვეყანაში სიღარიბის ხანგრძლივი მაღალი დონის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია საქართველოს სოფლის მეურნეობის მოდერნიზების კრახი. სავარგულების საერთო რაოდენობა 43%-ით შემცირდა. ასევე შემცირდა ერთ ჰექტარ სავარგულზე საშუალო პროდუქტის რაოდენობაც. სოფლის მეურნეობას კვლავ განსაკუთრებული როლი ეკისრება, მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა სექტორის წილი მშპ-ში... ამ სექტორში დასაქმებულად კვალიფიცირებულთა შორის 95% “წვრილი ფერმერია”, რომლებსაც, ჩვეულებრივ, 1.2 ჰა მიწის ნაკვეთი და 2 ძროხა ჰყავთ. მიჩნეულია, რომ ასეთი ოჯახები მიეკუთვნებიან საარსებო საშუალებების მქონეთა ან ნაწილოებრივ მქონეთა კატეგორიას“, - ნათქვამია ანგარიშში.

2013 წელს ევროკავშირმა 40 მილიონი ევროს ღირებულების სამწლიანი ევროპის სამეზობლო პროგრამა დაიწყო სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის, რომელიც საქართველოში საკვების წარმოებას და სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.  

ახალი ამბები