კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალაიას პროცესზე, მოწმეს ხელის გულზე დაზარალებულების გვარები ჰქონდა დაწერილი

3 ივნისი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

შსს-ს განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილების შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა სიმონ ქარჩაიძემ ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩანა ახალაია სპეცრაზმელებისთვის მიყენებულ  სიტყვიერ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. მისი დაკითხვის დროს, აღმოჩნდა რომ მოწმეს, ხელის გულზე დაზარალებულების გვარები ჰქონდა ჩამოწერილი. ამ ფაქტს დარბაზში ხმაური მოჰყვა. 

პოლკოვნიკმა  სიმონ ქარჩაიძემ 2012 წლის სექტემბერში შსს-ს პირველი სამმართველოს თანამშრომლების იალღუჯის საწვრთნელ ბაზაზე გადაყვანისა და იქ არასაწვრთნელი გარემოს არსებობაზე ისაუბრა.  მისი თქმით, 18 სექტემბერს ახალაიამ  პირველ სამმართველოში საგანგებო შეხვედრა მოაწყო და ყველა თანამშრომელი  შეკრიბა. სიტყვით გამოსვლისას კი, ერთ-ერთ მათგანს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და „პინგვინი“ უწოდა. 

დაცვის მხარემ დაკითხვისას მოწმეს დაზარალებულების გვარების ზუსტად ჩამოთვლა სთხოვა, თუმცა ქარჩაიძემ ეს ვერ მოახერხა. ადვოკატმა ველიჯანაშვილმა მას მარცხენა ხელის გულის აწევა და მოსამართლისთვის ჩვენება სთხოვა, რადგან შენიშნა, რომ რაღაც ეწერა. მოსამართლემ მანდატურებს დაავალა შეემოწმებინათ მოწმის ხელის გული. მანდატურებმა დაადასტურეს რომ პოლკოვნიკს ხელზე დაზარალებულების გვარები ჰქონდა ჩამოწერილი.

მომხდარმა დარბაზში ხმაური გამოიწვია. მოსამართლემ კი, განმარტა, რომ აღნიშნული არ იყო კანონმდებლობის დარღვევა, რადგან მოწმეს აქვს უფლება, გამოიყენოს დამხმარე მასალა და რაიმე ინფორმაციას  ხელზე დაიწერდა თუ ფურცელზე, ეს  მხოლოდ მოწმის გადასაწყვეტი იყო. 

სიმონ ქარჩაიძემ განმარტა, რომ მომხდარის შემდეგ რამდენიმე თვეა გასული, შესაძლოა რაიმე დავიწყებოდა და გამორჩენოდა,  მას არ სურდა მოუმზადებელი მოსულიყო და სწორედ ამიტომ დაიწერა ხელზე დაზარალებულების გვარები. 

ამასთან დაკავშირებით,  განცხადება ყოფილმა მინისტრმა, ბაჩანა ახალაიამაც გააკეთა: „მას არავინ დაუშლიდა, რომ ფურცელი მოეტანა, მას არავინ დაუშლიდა წიგნებით მოსულიყო, მაგრამ ვითომ ახსოვს და თან ხელზე იხედება ჩუმად, ეს უკვე სასამართლოს მოტყუებიც მცდელობაა“. - აღნიშნა ახალაიამ. 

ახალი ამბები