კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტრავერტინებს ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭება

4 ივნისი, 2013
 
                                                          თამთა თვალავაძე

ამჟამად ყაზბეგში, მჟავე წყლების მთის - ტრავერტინების მიმდებარე ტერიტორიაზე გვირაბის  სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია. გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მშენებლობა, რომლის შედეგადაც ტრავერტინები დაზიანდა, უკანონო არ ყოფილა, რადგან ამ ადგილს ძეგლის სტატუსი არ ჰქონია. თუმცა, როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, მომავალში მსგავსი ფაქტების თავიდან  ასაცილებლად, ტრავერტინების  მიმდებარე ტერიტორიას,  ბუნების  ძეგლის სტატუსი მიენიჭება.

ტრავერტინების ველი,  ყაზბეგის ტურისტული მარშრუტის შემადგენელი ნაწილია, რომლის  არსებობაც  განაპირობებს ამ მიდამოებში მინერალური წყლების წარმოშობას. ტრავერტინების დაზიანების შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეფანწმინდამ“  რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.  ორგანიზაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, გზა ტრავერტინებზე  გაიყვანეს.  

საავტომობილო გზების დეპარტამენტის  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ,რუსუდან ხუბულავას , განცხადებით, ტრავერტინებზე საავტომობილო გზის გაყვანა გადაუდებელი აუცილებლობით იყო გამოწვეული.

„ყაზბეგის გზაზე სამი გვირაბის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ერთ-ერთ გვირაბთან  მშენებლებს მოუწიათ, რომ ამ მჟავე წყლების ტერიტორიას შეხებოდნენ. ამ ადგილას აღმოჩნდა კოლექტორი, რომელიც გრუნტის წყლებს ატარებს. მისი გადაადგილება აუცილებელი გახდა იმისთვის, რომ გვირაბის სავალი ნაწილის ჩაღრმავება მოხდეს, ამით გვირაბის სიმაღლე გაიზრდება და უფრო გამტარიანი გახდება. სხვა ნაწილში ტრავერტინებს არ შეეხებიან,“ - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს რუსუდან ხუბულავამ.

ინფრასტრუქტურის  მინისტრის  მოადგილის,  შოთა  მურღულიას თქმით, კი აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის გაყვანა, არანაირ  სპეციალურ ნებართვას არ საჭიროებდა: 

“ეს არ იყო არც ძეგლი და არც  რაიმე ნებრათვა  სჭირდებოდა კონტრაქტორს, რომ  გვირაბის გზაზე  გაევლო,  20-25 წელი გვირაბი, რომ იყო მიტოვებული, ამიტომაც მოხდა ეს. ადამიანის  სიცოცხლე უფრო მეტია, ვიდრე სილამაზე”. - აღნიშნა მურღულიამ. 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოც ადასტურებს, რომ გუდაური-კობის  მონაკვეთზე დაზიანებულ ტრავერტინებს ბუნების ძეგლის სტატუსი არ ჰქონია. 

ტრავერტინების  დაზიანებას კი,  მწვავე განცხადებებით გამოეხმაურნენ გარემოსდაცვითი ორგანიზაციები. “მწვანე ალტერანტივამ” პეტიციაც გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაზიანების საფრთხე ემუქრება თრუსოს ხეობის მინერალურ ტბასა და ტრავერტინებს, დარიალისა და ხდის ხეობებს, გოდერძის უღელტეხილის  ნამარხ ტყეს. ამიტომ, ორგანიზაცია, საქართველოს მთვარობას გუდაური-კობის საავტომობილო  გზაზე ტრავერტინების  დაზიანების ფაქტის  გამოძიებისკენ,  ხოლო  საქართველოს პარლამენტს  “ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები