კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის ”ადამიანის უფლებათა სახლი ” ოფიციალურად გაიხსნა

4 ივნისი, 2013
 
თამთა  თვალავაძე
   
3 ივნისს,  თბილისის  ”ადამიანის  უფლებათა  სახლი” ოფიციალურად     გაიხსნა. ადამიანის უფლებათა სახლი, ექვს ადგილობრივ ორგანიზაციას:”კონსტიტუციის  42-ე  მუხლს”, ”ადამიანის  უფლებათა ცენტრს”,   ”მედია ინსტიტუტს”,”ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების კვლევის ცენტრ- კავკასიას”, „კავშირ საფარს“ და „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრს“ აერთიანებს. 

ადამიანის  უფლებათა   სახლის  გამგეობის  თავმჯდომარის  ალეკო ცქიტიშვილის  განცხადებით, ადამიანის უფლებათა სახლი და მასში შემავალი ორგანიზაციები,  ადამიანის  უფლებების  დაცვის  კუთხით იმუშავებს და ბენეფიციარებს  უსასყიდლოდ  მოემსახურება.

გახსნის  ოფიციალურ  ცერემონიას  ესწრებოდა თბილისის ადამიანის უფლებათა  სახლის  გამგეობის  ყოფილი თავმჯდომარე, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა  ნანუაშვილიც:

„მერწმუნეთ, ჩემი ოცნება არასოდეს ყოფილა გავმხდარიყავი სახალხო დამცველი, მაგრამ ჩემი ოცნება ნამდვილად იყო, რომ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი გახსნილიყო. საქართველოში არსებობს  ბევრი სერიოზული  პრობლემა  ადამიანის   უფლებათა   თვალსაზრისით  და   იმედი  მაქვს,  ადამიანის უფლებათა სახლის   საქმიანობა  იქნება   წინგადადგმული  ნაბიჯი ამ მიმართულებით”, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა. 

გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს ესწრებოდნენ ადამიანის  უფლებათა სახლის ფონდის  აღმასრულებელი  დირექტორი - მარია  დალე,  ნორვეგიის სამეფოს  საგანგებო და  სრულუფლებიანი  ელჩი  საქართველოში -ერლინგ შკონსბერგი, ნიდერლანდების  სამეფოს  ელჩი  საქართველოში- პიტერ იან ლანგენბერგი  და  სხვა  არასამთავრობო    სექტორის   წარმომადგენლები.  

გახსნის ოფიციალური ცერემონიალის ბოლოს, წევრმა ორგანიზაციებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი. 

ახალი ამბები