კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტუდია მონიტორი შემოსავლების სამსახურს სასამართლოში უჩივის

5 ივნისი, 2013
 
"სტუდია მონიტორი“ 4 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.

„მონიტორი“ შემოსავლების სამსახურისგან ითხოვს ინფორმაციას ერთ-ერთი საწარმოს საგადასახადო დავალიანების შესახებ. შემოსავლების სამსახური უარს აცხადებს ამ ინფორმაციის გაცემაზე, რადგან მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას. „მონიტორს“ ინფორმაციის გაცემაზე უარი ეთქვა პასუხის შემოსავლების სამინისტროში ადმინისტრაციული გასაჩივრების შემდეგაც.

მონიტორის უფლებებს სასამართლოში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი დაიცავს. ცენტრის კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებლის, იურისტ მარი გოგოსაშვილის თქმით, საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად ინფორმაცია კომპანიის დავალიანების შესახებ ღიაა.

სტუდია „მონიტორის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნინო ზურიაშვილის თქმით, ფინანსთა სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე დახურული უწყებაა ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით.

თამარ ფარადაშვილი ,www.media.ge 

ახალი ამბები