კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა

5 ივნისი, 2013
 
5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშია დაგეგმილი. 

თსუ-ში სტუდენტური კონფერენცია ჩატარდება. დაჯილდოვდებიან კლიმატის ცვლილების თემაზე ესეების კონკურსის  გამარჯვებულები სტუდენტებიც. გამარჯვებულებს, საზეიმო ვითარებაში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი სტეფან ჰაიკინი დააჯილდოვებს. ამასთან, თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტის "ეკოდებატკლუბი" სასწავლო წლის დამთავრებასთან დაკავშირებით შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს. "ეკოდებატკლუბის" მოსწავლეები და თსუ-ს სტუდენტები ერთობლივ აქციას მოაწყობენ. დაასუფთავებენ თსუ-ის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიას და სკვერს. 

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღედ 5 ივნისი 1972 წლის 15 დეკემბერს გამოაცხადა.  2013 წლის გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემაა "დაფიქრდი, მიირთვი, დაიცავი”. საინფორმაციო კამპანია მიმართულია საკვების არამიზნობრივი ხარჯვის წინააღმდეგ.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით,  გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები