კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

100 წელს გადაცილებულმა მოქალაქემ კუთვნილი პროგრამით ვერ ისარგებლა

7 ივნისი, 2013
 
ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფლ ფუშრუკაულის მკვიდრმა, 101 წლის ხურიზეთ სურმანიძემ მთავრობის ფულადი საჩუქარი ვერ მიიღო. 500 ლარის ოდენობის თანხა გადასაცემად, დაბადების დღიდან 40 დღის დაგვიანებით მიუტანეს. იმ დროისათვის კი, ის გარდაცვლილი იყო. 

მაყვალა სურმანიძე, გარდაცვლილის რძალი: „დედამთილი 1912 წლის 2 თებერვალს იყო დაბადებული. ეს თანხა დაბადების დღის საჩუქარია და რატომ ჩუქნიან ასე დაგვიანებით, გაუგებარია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ბეჟან იშხნელიძემ მითხრა, რომ 12 მარტს ამოიტანა თანხა გადასაცემად და რადგან დედამთილი უკვე გარდაცვლილი იყო, თანხა უკან წაიღო“.

როგორც მაყვალა სურმანიძე ამბობს, მათი ოჯახი სიდუხჭირეში ცხოვრობს, თუმცა არც სოციალური დახმარება აქვთ. ოჯახის შემოსავალი მხოლოდ თავისი პედაგოგიური მოღვაწეობის ხელფასია. მას მეორე ჯგუფის ინვალიდი და არასრულწლოვანი შვილი ჰყავს. 

კუთვნილი პროგრამით ვერ სარგებლობის ფაქტთან დაკავშირებით, მაყვალა სურმანიძემ განცხადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს  31 მაისს მიმართა. ჯერჯერობით, პასუხი არ მიუღია. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა რამდენჯერმე სცადა დაკავშირება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვს სამინისტროს წარმომადგენელ ბეჟან იშხნელიძესთან. თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-საიტზე (www.molhs.gov.ge) განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარება აჭარაში 2002 წლიდან ხორციელდება. მიმდინარე წელს, ამ პროგრამის ბიუჯეტი 40 000 ლარით არის განსაზღვრული.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები