კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მარეკ დუდაევი გაათავისუფლეს

10 ივნისი, 2013
 
მარეკ დუდაევი შეკრებითობის გაუქმების საფუძველზე, პატიმრობიდან გათავისუფლდა. ინფორმაცია News.ge-ს სასჯელაღსრულების სამინისტროში დაუდასტურეს. დუდაევი სასჯელს 2004 წლიდან, ადამიანის მკვლელობის, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა.

დუდაევს 23 წელი ჰქონდა მისჯილი. ციხეში მან ცხრა წელი გაატარა, ამინისტიის კანონის ამოქმედების შემდეგ, ოთხწლიანი საპატიმრო ვადა ჰქონდა დარჩენილი და შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით ესეც მოეხსნა.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, 27 თებერვალს, ციხეში მარეკ დუდაევის მონახულების შემდეგ გამოვიდა ინიციატივით, რომ ჰუმანიტარული მოსაზრებიდან გამომდინარე, მოხდეს მარეკ დუდაევის და სხვა ეთნიკურად ოსი პატიმრის გათავისუფლება და მათი გადაცვლა ცხინვალის ციხეში მყოფ ქართველ პატიმრებზე.

news.ge

ახალი ამბები