Categories
Journalistic Survey
Articles
Reportage
Analitic
Photo Reportage
Exclusive
Interview
Foreign Media about Georgia
Editorial
Position
Reader's opinion
Blog
Themes
Children's Rights
Women's Rights
Justice
Refugees/IDPs
Minorities
Media
Army
Health
Corruption
Elections
Education
Penitentiary
Religion
Others

თეა წულუკიანი: არ შეიძლება ორიენტაციის გამო ადამიანს ვინმე თავს დაესხას, ეს ბარბაროსობაა

May 17, 2013
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით კომენტარი დავით პაიჭაძის გადაცემა “დიალოგებში” გააკეთა.

წულუკიანის თქმით, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა იზიარებს შეხედულებას, რომ ძალადობა მეორე ადამიანზე არის მიუღებელი. რაც შეეხება შეკრებას, შეკრების თვისუფლება აქვს ყველას თუკი ისინი არ არღვევენ კანონს, არ მოუწოდებენ ძალადობისა და შუღლისკენ და ა.შ. მიუხედვად იმისა როგორი მრწამსის და როგორი სექსუალური ორიენტაციისაა დამიანი. იუსტიციის მინისტრის თქმით ეს ადამიანები გამოდიან, რათა თქვან გამარჯობა ჩვენ ვარსებობთ, რადგან ისინი ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვეპლები, მათ შორის თავიანთი მშობლების მხრიდანაც.

“არ შეიძლება ცივილიზებული ადამიანები ერთმანეთს უჭვრიტინებდნენ ვის ვისთან სძინავს. ჩვენი თვალთახედვის არე უნდა მთავრდებოდეს გარკვეული ოთახის კარებთან. ამის იქით ჭვრიტინი არის უხამსობა და უმსგავსო. ერთ მშვენიერ დღეს ახალგაზრდდა ბიჭი იღვიძებს და ხვდება რომ მას ქალი კი არ მოსწონს, მოსწონს კაცი. ასეთი რაღაცები არსებობს, ეს ამ ადამიანების გამოგონილი არ არის. როდესაც ადამიანი იღვიძებს ასეთი განცდით და იმის გათვითცნობიერებით, რომ მე ვარ უმცირესობა. არ შეიძლება რომ ამის გამო მას ვინმე თავს დაესხას, გალახოს, რადგან ეს არის ბარბაროსობა. ეს არ არის ჩვენი ქართული საზოგადოების სახე, მე ამის მწამს,” - აღნიშნა წულუკიანმა.

“მე ადრე შევხვდი არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” წარმომადგენელს და იქიდან გამომდინარე რომ არსებობს დაძაბული კონტექსტი ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ, არასამთავრობო სექტორმა და საზოგადოების უფლება დამცველმა ნაწილმა დიდი კომუნიკაციური სამუშაო უნდა ჩაატაროს ორი მიმართულებით, რომ ადამიანებმა საბოლოოდ გაითავისონ, რომ ასრებობს აბსოლუტურად დაცული პირადი ცხოვრება და არსებობს უარი ძალადობაზე, თუ ჩვენ ვართ ცივილიზებული საზოგადოება. ვეთანხმები აზრს, რომ ამ დაძაბულ კონტექსტში მათ მაქსიმალურად გონივრულად უნდა დაგეგმონ აქცია. თუ ჩვენ შევთანხმდებით იმ ორ ძირითად პრინციპზე რაც ვახსენე, რომ არა ძალადობას და ყველას აქვს დაცული პირადი ცხოვრების უფლება, მაშინ ყველამ უნდა იკისროს თავისი ვალდებულებები. მიუხედავად იმისა, რომ მჯერა პოლიცია შეასრულებს საკუთარ მოვალეობას, არ შეიძლება, რომ გამოსვლა იყოს გამომწვევი და გამაღიზიანებელი, რადგან საზოგადოების ერთი ნაწილი ისედაც გაღიზიანებულია. მე მათ მოვუწოდებდი, ზომიერებისკენ” - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

ლიბერალი
 

News