კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალაიას საქმეზე სენაკის ბრიგადის 11 თანამშრომელი დაიკითხა

11 ივნისი, 2013
 
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიას სასამართლო პროცესზე სენაკის ბრიგადის 11 თანამშრომელი დაიკითხა.  მოწმეებმა, აღნიშნეს, რომ 2010 წლის თებერვალში ბრიგადის ტერიტორიაზე ჯარისკაცები მიიყვანეს და აბანოში ჩაკეტეს. 

ბაჩანა ახალაიას საქმეზე სენაკის ეპიზოდთან დაკავშირებით დაკითხულმა სერჟანტმა ვალერი კალატოზმა განაცხადა, რომ 2010 წლის 17 თებერვალს მას და კიდევ რამდენიმე ჯარისკაცს სენაკის ბრიგადის ტერიტორიაზე აბანოს შენობის დაცვა უბრძანეს  და უთხრეს, რომ იქ ხალხი იმყოფებოდა. 

სერჟანტმა ხაბურძანიამაც  დაადასტურა, რომ ნამდვილად დაინახა აბანოს ტერიტორიის გარშემო მდგარი ჯარისკაცები, რომლებიც  შეიარაღებულები იყვნენ. მისივე თქმით,  რამდენიმე თვის შემდეგ შემთხვევით გაიგო ერთ-ერთი თანამშრომისგან, რომ მაშინ აბანოში დასჯილი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ. გურამ ცანავამ, კი რომელიც იმ ღამეს მორიგეობდა, დაადასტურა, რომ მას აბანოს გასაღები მოსთხოვეს, უთხრეს რომ შიგნით ხალხი უნდა შეეყვანათ და თვითონვე დაინახა როგორ შეიყვანეს 20-მდე ჯარისკაცი აბანოში.

შეგახსენებთ, რომ ყოფილ თავდაცვის მინისტრ, ბაჩანა ახალაიას ბრალი ედება სენაკის ეპიზოდთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც 2010 წლის თებერვალში 19 სამხედრო პირი გადაიყვანეს სენაკის სამხედრო ბაზაზე, სადაც მიაყენეს სიტყვიერი  და ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ კი 3 დღის მანძილზე ჩაკეტეს სააბაზანოში. 

სალომე ჩხეიძე

ახალი ამბები