კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეთიკის ქარტია მოუწოდებს მედიას ანონიმურობა შეუნარჩუნოს ოჯახური ტრაგედიის მონაწილეებს

11 ივნისი, 2013
 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია  მოუწოდებს მედიასაშუალებებს შეასწორონ ინფორმაცია 10 ივნისს მომხდარი  მკვლელობის  შესახებ იმგვარად, რომ  შეუძლებელი გახდეს ტრაგედიის მონაწილე პირების იდენტიფიცირება და ინტერნეტში მოძიება. ამავე დროს, ქარტია მოუწოდებს შს სამინისტროს ანონიმურობა შეუნარჩუნოს არა მხოლოდ ბრალდებულს, არამედ მსხვერპლსაც.

10 ივნისს შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისთან ახლოს, სოფელ დიღომში, მამაკაცმა მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი მოკლა. სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში დაკავებული ბრალდებული მოხსენიებულია ინიციალებითა, თუმცა დასახელებულია მსხვერპლის ვინაობა.

ქარტია თავის მიმართვაში  შენიშნავს, რომ  საინფორმაციო სააგენტოების ნაწილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, როგორც ბრალდებულის ისე მსხვერპლის ვინაობა და საცხოვრებელი ადგილი, რაც ოჯახის სხვა წევრების (მათ შორის ბავშვების) იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. 

ქარტია სთხოვს მედიის წარმომადგენლებს, ფრთხილად მოეკიდონ მსგავს ინფორმაციას, ნუ ეცდებიან მსხვერპლისა და ბრალდებულის იდენტიფიცირებას, „რადგან მათი საცხოვრებელი ადგილისა და ვინაობის დასახელება ამ ახალ ამბავს დამატებით ინფორმაციას ნამდვილად არ სძენს.“

„მედია უნდა ეცადოს, რომ ასეთი მძიმე შემთხვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას თუნდაც უნებლიედ რისკის ქვეშ არ დააყენოს ბავშვები“ აღნიშნავს ჟურნალისტური ორგანიზაცია, რომელიც მადლობას უხდის იმ მედიასაშუალებებს, „რომლებმაც გაითვალისწინეს ადამიანებისთვის ზიანის მიყენების საფრთხე და ინფორმაცია როგორც მსხვერპლის, ისე ბრალდებულის იდენტიფიცირების გარეშე გაავრცელეს.“

ახალი ამბები