კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების რეგულაციები შესაძლოა გამკაცრდეს

11 ივნისი, 2013
 
 თამთა  თვალავაძე

არასამთავრობო  ორგანიზაციებმა მედიის მიერ  წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავეს.  საკანონმდებლო ორგანოს ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში ამ კანონპროექტის განხილვა 13 ივნისსაა დაგეგმილი.

ცვლილებების პაკეტი ”საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ”, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოებამ” და ”საქართველოს  ახალგაზრდა  იურისტთა ასოციაციამ” შეიმუშავეს. 

საკანონმდებლო  ცვლილება  შეეხება   წინასაარჩევნო პროცესის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს , როგორიცაა:  პოლიტიკური / წინსაარჩევნო რეკლამის ცნების  დახვეწა;  ფარული პოლიტიკური რეკლამის  აკრძალვა; ადმინისტარციულ   ორგანოთა მიერ სარეკლამო ხარჯების   შესახებ ინფორმაციის  განთავსების  ვალდებულება;  სოციალური რეკლამის განთავსების რეგულაცია. 

„ ამ ცვლილებებს   სარეკომენდაციო  ხასიათი აქვს  და პროექტ  „ეს შენ გეხებას”  ფარგლებში მომზადდა,  ძველი მანკიერი გამოცდილების აღმოსაფხვრელად.   სასურველია  უშუალოდ ავტორებთან ,  მედია ორგანიზაციების  წარმოადგენლებთან  ინტერფრაქციულ  ჯგუფთან ერთად სხვანაირად  დარეგულირდეს ეს პუნქტები, რომ   წინასააარჩევნო პერიოდში ბოროტად არ გამოიყენონ საკანონმდებლო ბაზა” - ამბობს ცვლილებების პაკეტის ერთ-ერთი ავტორი,  ”საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველოს“  მედიაანალიტიკოსი,   მამუკა ანდღულაძე. 

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ  შემუშავებულ  ცვლილებებში  დიდი ყურადღება  ეთმობა   ფარულ პოლიტიკურ  რეკლამას. ავტორები  სარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლში  ფარული  პოლიტიკური რეკლამის  ვრცელი განმარტების  დამატებასა და  ელექტრონული მედიით მის გავრცელებასთან დაკავშირებით პრევენციული  ღონისძიებების  შემოღებისკენ  მიუთითებენ. კერძოდ : ელექტრონული მედიის  მიერ  ფარული პოლიტიკური რეკლამის გამოყენების  პირველი  შემთხვევა  გამოიწვევს  მედია  ორგანიზაციის წერილობით  გაფრთხილებას,  განმეორების შემთხვევებში ჯარიმას  500 და 1500  ლარის ოდენობით.

დაგგემილ განხილვებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები  აცხადებენ, რომ მათი საბოლოო  მიზანი საარჩევნო კოდექსის  დახვეწაა:

”შეხვედრის დამსწრეებს  საშუალება  ექნებათ კანონპროექტის ავტორებთან წარმოადგინონ თავიანთი კომენტარები და  წინადადებები საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით,“- აღნიშნულია არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებაში. 

ახალი ამბები