კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისში დარღვევით განხორციელებული მშენებლობების მწარმოებელი პირები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან

12 ივნისი, 2013
 
თბილისის ტერიტორიაზე დარღვევით განხორციელებული მშენებლობების მწარმოებელი პირები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან. შესაბამისი ცვლილება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ შედის.

კანონპროექტის მიზანია, თბილისის ტერიტორიაზე დარღვევით განხორციელებული მშენებლობების მწარმოებელი პირები გათავისუფლდნენ საჯარიმო სანქციების გადახდის ვალდებულებისგან და შეიქმნას მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელი გახდება ექსპლოატაციაში მისაღებად კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის და შეთანხმებული პროექტის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება, რითაც შეიქმნება წინაპირობა დასრულებული შენობების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის. 

ამავდროულად, კანონპროექტით სტიმულირდება სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული შეცდომების ნაბაყოფლობით გამოსწორება დამრღვევი პირების საჯარიმო სანქციებისგან გათავისუფლების გზით. 

კანონპროექტით განისაზღვრება იმ დასრულებული, ან დასრულების ეტაპზე მისული შენობა-ნაგებობების მშენებელი პირების საჯარიმო სანქციებისგან გათავისუფლების დროებითი 6 თვიანი მექანიზმი, რომლის მშენებლობის ნებართვას გასული აქვს ვადა და მშენებლობა განხორციელებულია მშენებლობის ნებართვისგამცემი ორგანოს მიერ დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევით. 

ამასთან, იმ სამართალდამრღვევი სუბიექტების მიმართ, რომელსაც კანონის ძალაში შესვლამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა სამშენებლო საქმიანობის სფეროში ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის და ამ პუნქტის მომენტისთვის ჯარიმის, საურავის თანხა არ აქვს გადახდილი, ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, ძალადაკარგულად გამოცხადდება ჯარიმის ან/და საურავის დაკისრების შესახებ დადგენილება და გამოიცემა აქტი მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგეგობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ. 

კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე უკვე დარეგისტრირდა. 

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები