კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს: ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი

13 ივნისი, 2013
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა მომზადების სტადიაზე აღკვეთა, როცა 13 ივნისს გამთენიისას თბილისში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა.

 დაკავებული არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი, რომელთა დროებითი საცხოვრისიდან, ჩხრეკის შედეგად, შსს-ის ცნობით, ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება, სავარაუდოდ, პლასტიდი და ელექტროდეტონატორები, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია.

შსს-ის მიერ გავრცელებულ დაკავების ადგილას გადაღებულ კადრებში სხვა ნივთებთან ერთად ჩანს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ორი პასპორტი, რომლის მონაცემებიც დაფარულია.

სამინისტროს პრესსპიკერმა უარი განაცხადა დაეკონკრეტებინა, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან დაკავებულები, რომელთა აყვანის ოპერაციაც საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრმა, შს სამინისტროს სხვა ოპერატიული დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჩაატარა. 

სამინისტრო აცხადებს, რომ გამოძიების მიერ ამ ეტაპზე „უტყუარად დადასტრებულია“, რომ ერთ-ერთი დაკავებული, ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს 2011 წლიდან აფარებდა თავს, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს.

„ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტერორისტული აქტის მომზადებაში მხილებულ პირთა დანაშაულებრივი კავშირების - ხელშემწყობებისა და მფარველების - გამოვლენისა და გაუვნებელყოფის მიზნით როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, ვინაიდან მიკაილ კადიევის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე პირი დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სამართალდამცავების მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს იქნა დაკავებული“, - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

სამინისტრო აცხადებს, რომ გააგრძელებს პერიოდულ ინფორმირებას მიმდინარე გამოძიების თაობაზე. „გვსურს დაგარწმუნოთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს ტერორიზმის საფრთხისგან საქართველოს მოქალაქეების დაცვის მიზნით“, - აცხადებს შსს.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები