კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორიგი სიბაშვილი პროკურატურას მისი საქმის განზრახ გაჭიანურებაში ადანაშაულებს

17 ივნისი, 2013
 
თელავის რაიონულ სასამართლოში კახეთის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილის,  გიორგი სიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. 13 ივნისს გამართულ პროცესზე მან კახეთის საოლქო პროკურატურა მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის გაჭიანურებაში დაადანაშაულა. სიბაშვილის განცხადებით,  ბრალდების მხარე ყოველ პროცეზე მხოლოდ ერთ ან ორ მოწმეს კითხავს, ეს მაშინ როდესაც 50–მდე მოწმეა დასაკითხი.

ბრალდებას არ დაეთანხმა პროკურორი ხვიჩა ბეგიაშვილი. მისი თქმით, სიბაშვილის პრეტენზიები უსაფუძვლოა.  

„სიბაშვილის პრეტენზია ნამდვილად უსაფუძვლოა, რადგან მის საქმეზე არსებითი განხილვა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. უკვე 10 მოწმეა დაკითხული. აღნიშნული საქმე მრავალეპიზოდიანია და ბრალდების მხარეს 50–მდე მოწმე ჰყავს დასაკითხი. ყველა პროცეზე მაქსიმალურად ხდება მტკიცებულებების გამოკვლევა" - აღნიშნავს ბეგიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ  საგამოძიებო სამსახური სიბაშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებში, სახელმწიო ქონების მართლასაწინააღმდეგო მითვისებასა და გაფლანგვაში  ადანაშაულებს, რაც 11 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს აღკვეთი ღონისძიების სახით 15000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

მასთან ერთად თელავის რაიონული სასამართლო კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს დირექტორის ვალერი გრემელაშვილის, სამშენებლო კომპანია "ხიდის" ხელმძღვანელის ზაქარია ტატუნაშვილის და ინდმეწარმე ასლან გარსევანიშვილის საქმეებსაც იხილავს. ვალერი გრემელაშვილი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის გაფვლანგაშია ბრალდებული. ზაქარია ტატუნაშვილს და ასლან გარსევანიშვილს კი, დიდი ოდენობით თანხის მითვისება ედებათ ბრალად.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მორიგი სასამართლო სხდომა 2013 წლის 27 ივნისს გაიმართება.

მიხეილ მამალაშვილი

ახალი ამბები