ყოფილმა პრემიერ მინისტრმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ამჟამაად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ტელევიზორის მიღების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა.
„მისი მთხოვნაა ჰქონდეს ტელევიზორი, რასაც კანონი პატიმრობის შესახებ პირდაპირ ითვალისწინებს“, - აღნიშნა ჩივიაშვილმა.
ვანო მერაბიშვილი ამჟამად N9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია, სადაც არიან სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომლები და მაღალჩინოსნები იხდიან სასჯელს.
13 ივნისს სახალხო დამცველისა და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა ამ დაწესებულებაში მონიტოინგი ჩაატარეს და განაცხადეს, რომ ბრალდებულებს/მსჯავვრდებულებს ტელევიზორით სარგებლობის საშუალება არ აქვთ. ამ უფლებით მხოლოდ რამდენიმე პატიმარი, მათ შორის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, სარგებლობს. დამკვირველმებმა საკუთარ განცხადებაში პატიმრობის კოდექსის“ მე-20 მუხლის პირველი ნაწილზე მიუთითეს, რომლის თანახმად, „ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა გამოყენების შესაძლებლობა.
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, ხდება რადიო და ტელე-ტრანსლაცია, ასევე შესაძლებელია ინტრანეტით სარგებლობა.“
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, „ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს ადმინისტრაციის თანხმობით, დაწესებულების ტიპით გათვალისწინებული შეზღუდვების შესაბამისად, შეიძლება ჰქონდეს პირადი რადიომიმღები და ტელევიზორი, თუ მათი გამოყენება არ არღვევს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების მოთხოვნებს და სხვა ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა სიმშვიდეს. მან აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს თავისი ხარჯით ან მიიღოს ახლო ნათესავისაგან.“
ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საქმე რამდენიმე მუხლით არის აღძრული, მათ შორის ამომრჩევლის მოსყიდვა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, ფულის მითვისება და გაფლანგვა