კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია

18 ივნისი, 2013
 
მაკა მალაყმაძე

წალკიდან ჩამოსული ეკომიგრანტები აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქციას 36-ე დღეა მართავენ.  რამდენიმე დღის წინ, მათ პრემიერ მინისტრიც შეხვდა და პრობლემის მოგვარებას დაპირდა. 

ეკომიგრანტები წალკიდან აჭარაში გასულ თვეს დაბრუნდნენ და მას შემდეგ, ღამეს ღია ცის ქვეშ ათევენ. ისინი სტიქიის გამო, ხულოსა და შუახევის რაიონებიდან წალკაში  წლების წინ გადაასახლეს. ეკომიგრანტებს ის  სახლები, რომლებშიც ისინი წალკაში მთავრობამ ჩაასახლა, საკუთრებაში არ ჰქონდათ გაფორმებული. მათი დიდი ნაწილის მფლობელები, წლების წინ საბერძნეთში გადასახლდნენ. თუმცა ახლა  მეპატრონეები საბერძნეთიდან დაბრუნდნენ და  სახლები  უკან დაიბრუნეს. უსახლკაროდ დარჩენილმა აჭარელმა ეკომიგრანტებმა დახმარებისთვის აჭარის მთავრობას მიმართეს. აჭარის მთავრობაში აცხადებენ,  რომ ამ ეტაპზე,   ქალაქს მათი ფართით დაკმაყოფილება არ შეუძლია. 

„ვართ უსახლკარო, კრიმინალ სააკაშვილის მსხვერპლი, გთხოვთ დაგვეხმაროთ“, „მოგმართავთ ხელისუფლებას, გთხოვთ მოგვაქციეთ ყურადღება“, „ბატონო ბიძინა, გთხოვთ გამოიჩინოთ შემართება ჩვენი 15 -წლიანი ტყვეობიდან გათავისუფლებაში”-ეს პლაკატები ეკომიგრანტთა სამარშუტო ტაქსებზეა გაკრული. ისინი კვლავ ყურადღებისა და პასუხის მოლოდინში არიან.

აჭარის მთავრობის სახლის წინ არსებულ მინდორზე ეკომიგრანტები აჭარაში დაბრუნების დღიდან „დასახლდნენ“. მომიტინგეთა ერთი ნაწილი ბოძებზე გადაფარებული ე.წ.  „ბრეზენტის“ ქვეშ  ათევს ღამეს, ნაწილს კი, სამარშუტო ტაქსებში სძინავს.  

14 ივნისს, აჭარაში ყოფნის დროს, საქართველოს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ეკომიგრანტებსაც შეხვდა. ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ  სპეციალური კომისია საკითხს ერთ კვირაში დაარეგულირებს: „პრობლემები აქვთ წალკიდან დაბრუნებულ აჭარლებს. ბერძნებმა დაბრუნება დაიწყეს და სახლებიდან გამოასახლეს. ვქმნით კომისიას და ერთი კვირის განმავლობაში დავარეგულირებთ საკითხს“- აცხადებს ივანიშვილი. 

ეკომიგრანტები მოთმინებით ელოდებიან დაპირების შესრულებას. 

მევლუდ ვაშაყმაძე, ეკომიგრანტი: „ველოდებით ჩვენი პრობლემის მოგვარებას. აჭარის ხელისუფლება გვეუბნება, რომ მათ იურისდიქციაში არ შევდივართ. პრემიერ მინისტრი დაგვპირდა მოგვარებას, ვნახოთ რა იქნება“ .
თემურ გელაძე, ეკომიგრანტი: „არც ერთ ჩვენგანს, ვინც იქ ცხოვრობს, არ გვაქვს იმდენი თანხა, რომ ეს სახლები გამოვისყიდოთ. შესაბამისად, ჩვენი ხალხის ერთი ნაწილი, უკვე ღია ცის ქვეშ ცხოვრობს, მეორე ნაწილი - ახლობლებს შეეხიზნა. მე ეკომიგრანტი ვარ. სოფელ აგარიდან 15 წლის წინ მეწყრის გამო ავიყარე. აჭარაში სახლი აღარ მაქვს, აქ თუ დავბრუნდები, ღია ცის ქვეშ დავრჩები. თუ წალკაში დავრჩები, მაინც ღია ცის ქვეშ მომიწევს ცხოვრების გაგრძელება. არ ვიცი, რა უნდა ვქნა, ხელისუფლება თუ არ დაგვეხმარა პრობლემის მოგვარებაში“.

პრემიერის განცხადების მიხედვით, წალკიდან აჭარაში დაბრუნებული ეკომიგრანტების საკითხი ერთ კვირაში უნდა გადაწყდეს. 

ახალი ამბები